The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ჟორჟი ჩხოტუა

ჟორჟი ჩხოტუა
Legal name:გიორგი ჩხოტუა
Date of birth:1893
Date of death:1946  (at 53 years)
Category:Military Person

Biography

თავადი ჟორჟი (გიორგი) ჩხოტუა 1993 წელს დაიბადა. ის პოდპოლკოვნიკ სიმონ ჩხოტუას (1860-1909) უფროსი ვაჟი იყო. ჰყავდა 4 ძმა: ზურაბი, ლეონიდე, ნიკოლოზი და ევგენი.

გიორგი უაღრესად ნიჭიერი ყმაწვილი გახლდათ - ჰქონდა იშვიათი მუსიკალური სმენა, რამაც მამამისს რვა წლის ბავშვისთვის როიალის ყიდვა გადააწყვეტინა.

თბილისის კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ გიორგი ჩხოტუამ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა (1913 წელს).

პეტერბურგშივე გაიცნო მომავალი მეუღლე - ნადეჟდა ვოლჟინსკაია.

მონაწილეობდა პირველი მსოფლიო ომში. 1914 წელს დაიჭრა. დაჯილდოებული იყო წმინდა გიორგის ჯვრით.

1921 წლამდე პეტროგრადში მსახურობდა. როდესაც 1921 წლის თებერვალში მე-11 საოკუპაციო წითელი არმია თბილისში შემოვიდა, იგი ამ არმიის რიგებში ირიცხებოდა. ამ ფაქტის გამო დედამ, ელისაბედ ტერ-არუთინოვამ (1870-1949) შვილთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა.

სიცოცხლის ბოლო წლებში გიორგი ჩხოტუა ბაქოში ცხოვრობდა და სამართალდამცავ ორგანოებში მსახურობდა.

მეორედ აფხაზეთში მოღვაწე ცნობილი იურისტის, გიორგი ჩერქეზიას ქალიშვილზე, მარიულა ჩერქეზიაზე იქორწინა. მასთან ეყოლა ვაჟი - სიმონ ჩხოტუა. იგი 1940 წელს, სკოლის დამთავრების გამოსაშვები საღამოს შემდეგ  გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. მშობლებს მის გარდა შვილი არ ჰყავდათ.

გიორგი ჩხოტუა 1946 წელს, ბაქოში გარდაიცვალა. მარიულა დიდხანს ცხოვრობდა ბაქოში, შემდეგ საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და სიცოცხლის დარჩენილი დღეები აქ გაატარა.

წყარო:

მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში / ნატო მარშანია.-თბილისი, 2020.- გვ.257-258.

 


Share: