| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ევგენი ჩხოტუა![]()
Biographyევგენი ჩხოტუა დაიბადა 1906 წელს, სოხუმში, პოდპოლკოვნიკ სიმონ (მიხეილ) ჩხოტუას (1860-1909) ოჯახში. სამხედრო პირი იყო ბაბუამისიც, გენერალ-მაიორი ზურაბ მანუჩარის ძე ჩხოტუა (1808-1892). დედა - ელისაბედ გიორგის ასული ტერ-არუთინოვა (1870-1949) განათლებული ქალი გახლდათ, იცოდა რამდენიმე ენა - ქართული, ფრანგული, ბერძნული, რუსული და სომხური. ევგენის ოთხი ძმა ჰყავდა: გიორგი, ზურაბი, ლეონიდე და ნიკოლოზი. ევგენი ჩხოტუა სწავლობდა კამენეცკ-პოდოლსკის (უკრაინა) ტექნიკუმში. 1933 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (1941-1945). დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა ქ. გაგრაში. 1948 წელს, როგორც საუკეთესო მეციტრუსე, მიავლინეს უზბეკეთში. მუშაობდა ტაშკენტის აკადემიკოს შრედერის სახელობის მებაღეობისა და მევენახეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ციტრუსოვანი კულტურების განყოფილების უფროსად. დაცული ჰქონდა საკანდიდატო დისერტაცია. ევგენი ჩხოტუა გარდაიცვალა 1976 წელს. წყარო: მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში / ნატო მარშანია.-თბილისი, 2020.-გვ.258-259
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

