The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი მელუა

გიორგი მელუა
Date of birth:1957  (69 years)
Category:Painter, Journalist

Biography

გიორგი მელუა დაიბადა 1957 წელს ქ. ქუთაისში. დაამთავრა ისტორია-ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები. ადრეული ასაკიდან დაეუფლა ავეჯის მხატვრული დამუშავებისა და ინკრუსტაციის ტექნიკას.

1970 -იანი წლების ბოლოდან 2000 წლამდე მოღვაწეობდა ბეჭდურ მედიაში. არის ორი პოეტური და რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული წიგნის ავტორი. გამოსცემდა და რედაქტორობდა საკუთარ გაზეთს, ჰქონდა საავტორო პროგრამა რადიოში.
1999 წლის ბოლოს გაემგზავრა ემიგრაციაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც  2004 წელს შედგა მისი პირველი ნათლობა მხატვრობის სფეროში.

2009 წლიდან არის ქალაქ სავანას (ჯორჯიის შტატი) ლენდინგის მხატვართა ასოციაციის (Landings Art Association) წევრი და ამავე წლის ლენდინგის ასოციაციის საგაზაფხულო გამოფენის (200-ზე მეტ მხატვარს შორის) გამარჯვებული აკრილის მედიუმში.

2009-2011 წწ. მონაწილეობდა მერილ ლანჩ ჰაუსის არტრიუმ გალერის ყველა გამოფენაში, ასევე, ქალაქ სავანას SPACE გალერის 2010 წლის გამოფენაში. 

გიორგი მელუას ნამუშევრები 6 თვის განმავლობაში უწყვეტად იყო გამოფენილი ქალაქ სავანას მერიის სივრცეში. 

2011 წლიდან, სამშობლოში დაბრუნების შემდგომ, აქტიურად ჩაება სახელოვნებო ცხოვრებაში.

2012-2020 წწ. მონაწილეობდა საქართველოში გამართულ, მხატვართა ჯგუფის მიერ ორგანიზებულ საგაზაფხულო და საშემოდგომო ყველა გამოფენაში: ლიტერატურის მუზეუმში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში და ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 

ჯგუფური გამოფენები:

2015 – საქართველო, მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებული საშობაო გამოფენა;
2015 – ჩეხეთი(პრაღა), ევროპული ფესტივალი;
2011 – საქართველო, ამერიკის საელჩო;
პერსონალური გამოფენები:
2019 – ქ. ქუთაისი, “ამერიკული კუთხის” ინიციატივით ორგანიზებული გამოფენა;
2017 – გალერეა “წითელ კვადრატი”;
2016 – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცე;
2016- საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი;
2015 – კაფე “ტიფლის ბრანჩი”;

გიორგი მელუას ნამუშევრები დაცულია აშშ-ს, ჩინეთისა და საქართველოს კერძო კოლექციებში.

 

https://gemarket.art/art-author/giorgi-melua/

ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ., 2021.- გვ. 220; 


Share: