The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ზურაბ შამუგია

ზურაბ შამუგია
Date of birth:1963
Date of death:27 September, 2025  (at 62 years)
Category:Musician

Biography

ზურაბ შამუგია დაიბადა 1963 წელს საქართველოში, ქ. თბილისში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის 23-ე საშუალო სკოლა. მუსიკალური განათლება მიიღო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩელოს განხრით და გახდა საქართველოს ფილარმონიული ორკესტრის წამყვანი ჩელისტი.

1982 წლიდან 1985 წლამდე იყო საქართველოს სახელმწიფო ტრიოს წევრი.

1983-იანი წლების დასაწყისში ზურაბ შამუგია მუსიკოს შემსრულებელთა ტრიოს შემადგენლობაში გახდა ამიერკავკასიის კონკურსის ლაურეატი დ. დავლიანიძესთან (ფორტეპიანო) და ა. დეტისოვთან (ვიოლინო) ერთად.

მუსიკოსს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა კონცერტებზე გამოსვლა ჯაზის შემსრულებლის ამპლუაშიც. იგი ჯაზით ბავშვობიდან იყო გატაცებული, მაგრამ ნამდვილი ჯაზის დაკვრა დაიწყო გოგი ნაკაიძის (George Nakaidze) კვინტეტში.

ზურაბ შამუგიას, როგორც სოლისტს, იწვევდნენ ჯაზ-ფესტივალებზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ლატვია და ესტონეთი, ხოლო როგორც კამერული მუსიკოსი, უკრავდა ჩელოზე საქართველოს სიმებიან კვარტეტში.

სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვარტეტი, რომელიც ცნობილი გახლდათ მრავალრიცხოვანი ჩანაწერებითა და CD-ებით, პრესტიჟული ჯილდოთი „ერის დამსახურებული არტისტები“ და კომპოზიტორ შოსტაკოვიჩთან თანამშრომლობით.

1985 წლიდან ზურაბ შამუგია ცხოვრობდა გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში, ბავარიის თავისუფალ მხარეში და იკავებდა ინგოლშტადტის საქართველოს კამერული ორკესტრის წამყვანი ჩელისტის  თანამდებობას. მან, ასევე, დააარსა ქართული სვინგ დუეტი იგორ ლობოდასთან ერთად.

მუსიკოსი გარდაიცვალა გერმანიაში 2025 წლის 27 სექტემბერს.

წყარო:

https://kammerphilharmonie-in.de/en/role-member/zurab-shamugia-en/ 


Share: