| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნიკოლოზ ბარნოვი![]()
Biographyნიკოლოზ (კოლა) იოსების ძე ბარნოვი დაიბადა 1885 წელს, სოფელ ახალციხეში (გორის მაზრა). ჭაბუკობიდან ჩაერთო თბილისის მუშათა მოძრაობაში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ორგანიზაციულ მუშაობას აწარმოებდა თბილისში, ვერის რაიონში. პარტიული ფსევდონიმი „შიკრიკი“. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კოლა ბარნოვი იყო გორის სამაზრო რევოლუციური ხელმძღვანელობის რწმუნებული. მუშაობდა ახალქალაქის რაიონში. მის მიერ შესრულებული დავალებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალქალაქში კოოპერატივის საღ ნიადაგზე დაფუძნება, რომლის სულის ჩამდგმელიც იყო ბოლშევიკების შემოსვლამდე. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პარტიაში იდეურად მიკედლებული იყო ივანე გომართელი-პავლე საყვარელიძის „ალიონთან“. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ნიკოლოზ ბარნოვი არალეგალურად გადავიდა თურქეთში, შემდეგ პოლონეთში და ბოლოს დაფუძნდა საფრანგეთში. 1922 წელს მას შეუერთდა მეუღლე - ელენე ესტატეს ასული გოჩიტაშვილი (1902-1990) და მათი ქალიშვილები - მარიამი (1913-1999) და ქეთევანი (1921-2015). მარიამი გათხოვდა ქართველ ემიგრანტზე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრ მირიან მელუაზე (1903-1991), ქეთო მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი, ჰყავდა ფრანგი მეუღლე - ჟან შედო. კოლა ბარნოვი გარდაიცვალა პარიზში, 1958 წლის 2 აგვისტოს. განისვენებს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. მასთან ერთად დაკრძალულნი არიან: გოჩიტაშვილი-ბარნოვისა ელენე (1902-1990), ქეთევან ბარნოვი-შედო (1921-2015) და მისი მეუღლე - შედო ჟან (1915-1988).
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

