| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
რევაზ ზარიძე![]()
ბიოგრაფიარევაზ ზარიძე დაიბადა 1938 წლის 8 მაისს, ქ. თბილისში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო იქვე, ნახევარგამტარების პრობლემურ ლაბორატორიაში. 1973–1990 წლებში მუშაობდა, აგრეთვე, სამხედრო პრობლემებთან დაკავშირებულ დაკვეთებზე. 1981–2008 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ელექტროდინამიკის ლაბორატორიის გამგე. 1986 წელს გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი. 1991 წლიდან თანამშრომლობდა საზღვარგარეთის მრავალ უნივერსიტეტთან, Motorola-ს კვლევით ლაბორატორიასთან (აშშ), ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 1996 წლიდან იყო ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ინსტიტუტის (IEEE, აშშ) ორგანიზატორი და განყოფილების გამგე. 2009 წელს მიანიჭეს თბილისის სახელმწიფო ემერიტუს პროფესორის სტატუსი. ორჯერ იყო დაჯილდოებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით (1995, 2009). ფიზიკოსის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ელექტრომაგნიტური მოვლენების თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა, მოდელირება და სიმულაცია, ველის ზემოქმედება ბიოლოგიურ ობიექტებზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.316 https://ka.wikipedia.org/wiki/რავაზ ზარიძე კურდღელაშვილი ლელა. რევაზ ზარიძის მეცნიერული ღვაწლი [დაბადებიდან 75 და თსუ-ში მოღვაწეობის 50 წლისადმი მიძღვნილი სხდომის შესახებ] // თბილისის უნივერსიტეტი. თბილისი, 2013. 31 მაისი, N7. გვ.3
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

