The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნოდარ გიორგაძე

ნოდარ გიორგაძე
Date of birth:15 October, 1952  (73 years)
Category:Businessmen, Politician

Biography

ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე დაიბადა 1952 წლის 15 ოქტომბერს ქ. თბილისში. 

1975 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი; დამთავრებული აქვს, აგრეთვე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი. 

1975-1981 წწ. იყო საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის, ინსტრუქტორი, სექტორის გამგე, განყოფილების გამგე;

1981-1983 წწ. მსახურობდა ავღანეთში;

1984-1987 წწ.– საბურთალოს შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების უფროსი;

1989-1990 წწ. - საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ის ინსტრუქტორი, კონსულტანტი, ინსპექტორი;

1990 წელს აირჩიეს ავღანეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარედ, სრულიად საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების (ავღანელთა) პარტიის (შემდგომში — საქართველოს ვეტერანთა დაცვის პარტიის) თავმჯდომარედ;

1991 წლის 10 აგვისტოდან ოქტომბრამდე - დამოუკიდებელი ქვეყნის ახლადშექმნილი თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; 

1991-1993 წწ. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;

1992-1993 წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, პროპორციული სიით, საქართველოს პრეზინდენტის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში;

1993-1996 წწ. საქართველოს პირველი მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში (საქართველოს პირველი დიპლომატიური მისია ქ. ვენაში); 

1994 ოქტომბრიდან-1996 წლის ოქტომბრამდე საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ავსტრიის რესპუბლიკაში;

1996 წლიდან - გაეროს ომების ვეტერანთა მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დელეგატი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში;

1998 წლიდან - ომების მსხვერპლთა მსოფლიოს ორგანიზაციის პრეზიდენტი;

ნოდარ გიორგაძე არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი;

2016 წლიდან - საქართველოს საპატიო კონსული სლოვაკეთის რესპუბლიკაში.

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

ჯილდოები: თბილისის საპატიო მოქალაქე (2013); სლოვაკეთის (ბეშენოვა) საპატიო მოქალაქე; ავღანეთის დიდებისა და ხალხთა მეგობრობის ორდენი; ღირსების ორდენი;

ნოდარ გიორგაძე 50 წელს იყო მიღწეული როცა ბიზნესში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის მას უკვე საკმარისი ცოდნა და გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.

ბიზნესმენი არის ქართულ-სლოვაკური სს „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი (1998 წლიდან).

მამული სლოვაკეთში აქვს და ძირითადად იქ ცხოვრობს, მაგრამ პროექტებს ანხოციელებს, როგორც სლოვაკეთში, ასევე საქართველოში.

„ჯინო ჰოლდინგის“ მიერ საქართველოში უკვე დასრულებული მსხვილი პროექტებია: აკვაპარკი „ჯინო ფერედაისი“ - ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ ევრო; 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯინო ველნესი“ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე - ინვესტიციის მოცულობა 4,5 მლნ. ევრო; 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯინო ველნესი“ მცხეთაში - ინვესტიციის მოცულობა 2,5 მლნ. ევრო;  5-ვარსკვლავიანი, სასტუმრო „ჯინო სისაიდ თბილისი“ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე („ვინდჰემთან“ პარტნიორობით - ინვესტიციის) მოცულობა 21 მლნ. ევრო;

ნოდარ გიორგაძის ჰოლდინგი უკვე წლებია, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული ცენტრის, თბილისის ზღვის ტერიტორიის განვითარებაზე ზრუნავს. პირველი პროექტი - ჯინო აკვაპარკი - 2012 წელს დაასრულეს და ის, ამჟამად, ევროპის 10 საუკეთესო აკვაპარკს შორის არის დასახელებული – 16 ჰექტარზეა გადაჭიმული და 10 ღია და დახურულ აუზს, მრავალფეროვან ჯაკუზებს, 500-მდე სხვადასხვა სასრიალოსა და სხვადასხვა ატრაქციონს აერთიანებს.

„ჯინო ჰოლდინგის“ ჯგუფმა ბოლო 10 წელიწადში  საქართველოში €110 მილიონის ინვესტიცია განახორციელა და გაჩერებას არ აპირებს.ახალ პროექტებს შორის ყველაზე შთამბეჭდავია „თბილისის ბულვარი“ - სრულფასოვანი კურორტი ქალაქში, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივ სიკეთეზე და მომავლის ისეთ ხედვაზე, სადაც ადამიანი და მისი კეთილდღეობა მთავარი პრიორიტეტია.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ნოდარ გიორგაძე

https://forbes.ge/194693/ 

გიორგაძე ნოდარ. თბილისის ზღვის ახალი ტალღა: ინტერვიუ / ესაუბრა ანინა ტეფნაძე // Forbes Georgia. თბილისი, 2025. იანვარი-თებერვალი.N156. გვ.36-41


Share: