The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


შალვა სკამკოჩაიშვილი

შალვა სკამკოჩაიშვილი
Date of birth:1904
Date of death:8 January, 1949  (at 45 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Politician

Biography

შალვა (შალიკო) სკამკოჩაიშვილი დაიბადა 1904 წელს საქართველოში. იგი რკინიგზის მუშის შვილი იყო, სიღარიბეში გაიზარდა და განათლების მიღების საშუალება არ ჰქონდა. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, მან თავისი შრომით შეძლო უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება და შემდეგ ნაყოფიერად მისი გამოყენება.

1948 წელს შალვა სკამკოჩაიშვილმა მირიან მელუასთან (მამა) ერთად პარიზში გამოსცა "ქართული ლექსიკონი".

1922 წელს დაარსდა საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო. შალვა სკამკოჩაიშვილი იყო ამ ასოციაციის მეხუთე თავმჯდომარე (იოსებ ცინცაძის შემდეგ) და ამ პოსტზე იმყოფებოდა სიკვდილამდე. ხანმოკლე საზოგადოებრივი მოღვაწეობის მანძილზე მან დაიმსახურა პარიზის ქართველობის დიდი სიმპათია  თავისი კეთილი გულით და გაჭირვებული ქართველებისთვის მზრუნველობის აღმოჩენით.  

გარდაიცვალა 1949 წლის 8 იანვარს. დაკრძალეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. იქვეა დასაფლავებული მისი მეუღლე - გერჰარდტ-სკამკოჩაიშვილი ჟოზეფინა (1906-1979).

შალვა სკამკოჩაიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარიზში გამომავალი ისტორიული, ლიტერატურული და სამეცნიერო კრებული „ბედი ქართლისა წერდა: „განსვენებული იყო იშვიათი გულკეთილი პიროვნება; ეხმარებოდა ყველას განურჩევლად და დაუზოგავად, მისი უდროო სიკვდილი დიდი დანაკლისია ჩვენი საზოგადოებისთვის“.  

წყარო:

https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/165088 

წულაძე ტ. შალვა სკამკოჩაიშვილი: გარდაცვალების შესახებ // ჩვენი დროშა = NOTRE DRAPEAU : ორგანო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარ-გარეთელ ბიუროსი. პარიზი, 1949. N 1. თებერვალი. გვ. 46.

ქართული ლექსიკონი = Le DIctionnaire Georgien / შალვა სკამკოჩაიშვილი, მირიან მელუა. - პარიზი: დ. ხელაძის გამოცემა, 1948


Share: