| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ელენე შერვაშიძე![]()
Biographyელენე შერვაშიძე (შარვაშიძე, ჩაჩბა) დაიბადა 1891 წელს პროკოფი შერვაშიძის (1840-1915) ოჯახში. დედა - ნინა მხეიძე (1864-1950). ცხოვრობდნენ ბათუმში, ვინაიდან მამამისი ბათუმის სათათბიროს წევრი გახლდათ. 1900 წელს პროკოფი სამხედრო სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდებით გადადგა. XX საუკუნის დასაწყისში ოჯახი პეტერბურგში გადასახლდა, რადგან გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე რუსეთის სახლემწიფო სათათბიროს წევრად აირჩიეს. პეტერბურგში ელენე ცოლად გაჰყვა დიდგვაროვანთა შთამომავალს, ალექსეი ნიკოლოზის ძე ხომიაკოვს, სლავიანოფილობის იდეის ფუძემდებლისა და ფილოსოფოსის, ა. ს. ხომიაკოვის შვილიშვილს. 1918 წლის 26 თებერვალს შეეძინათ ქალიშვილი, ნატალია ხომიაკოვა. ალექსეი ხომიაკოვი 1919 წელს კიევში გარდაიცვალა. 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ელენე შერვაშიძე მცირეწლოვან ქალიშვილთან, დედასთან და დებთან - მერი და თამარ შერვაშიძეებთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა. თავდაპირველად კონსტანტინეპოლში გაჩერდნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი პარიზი დასახლდნენ. ემიგრაციის პირველი წლები მძიმე იყო. საბედნიეროდ, ნინო მხეიძეს კერვა ეხერხებოდა, ამიტომ მალე იპოვა სამუშაო კარგად ცნობილ სამკერვალო სახელოსნოში. მალე ოჯახმა საკუთარი სახელოსნოც გახსნა. თუმცა პარიზში ცხოვრებისთვის ეს არ იყო საკმარისი და თავის გასატანად ხშირად უწევდათ ძვირფასეულობის გაყიდვა. 1925 წელს მერი (1888-1986) და თამარი (1896-1931) „შანელის სახლის“ მოდელები გახდნენ. ამან ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გააუმჯობესა. ელენე შერვაშიძე სრულიად ახალგაზრდა 1926 წელს გარდაიცვალა. მისი ქალიშვილი მამიდამ ეკატერინე ხომიაკოვა-სკალონიმ გაზარდა. ისინი ცხოვრობდნენ პარიზთან ახლოს, კომუნა სენ-მორში. იქიდან ნატალია 1938 წლის მარტში წამოვიდა და დასახლდა დეიდის, მერი შერვაშიძის ბინაში, სადაც მისი დეიდაშვილი კონსტანტინე ზარნეკაუც ცხოვრობდა. ეს საცხოვრებელი ნატალიამ 1939 წელს დატოვა განათლების მიღების მიზნით. ნატალია ხომიაკოვა 1978 წელს გარდაიცვალა. წყარო: მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში / ნატო მარშანია.-თბილისი, 2020.-გვ. 170.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

