The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ბეჰიჯე მაანი

ბეჰიჯე მაანი
Legal name:ბეჰიჯე მარღანია
Date of birth:1882
Date of death:1969  (at 87 years)
Category:Nobleman

Biography

რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი კაც ბეჟანის ძე მარღანია (მაან) იყო აფხაზ მაანთა თავადაზნაურული გვარის წარმომადგენელი. ყირიმის ომის დროს (1853-1856) იგი გადავიდა ოსმალეთის ჯარების მხარეს და დაინიშნა სამურზაყანოს ფაშალიკის მმართველად.

კაც მაანის ერთ-ერთმა ვაჟმა - ალბუზ-ბეი მაანმა ემიგრაციაში იქორწინა ხაზლი ხანიმ კუჩბაზე. მათ ექვსი შვილი შეეძინათ, ერთი ვაჟი და ხუთი ასული. ბეჰიჯე მათი უფროსი ქალიშვილი იყო. იგი დაიბადა 1992 წელს ადაპაზარის გარეუბანში.

1900 წლის 10 მაისს ილდიზის სასახლეში ბეჰიჯე ცოლად გაჰყვა სულთან აბდულ-ჰამიდ II-ს, რომელიც მოხიბლული იყო მისი სილამაზით. 1901 წლის 22 ივნისს მათ ტყუპი ვაჟი ეყოლათ. ბეჰიჯე და მისი ოჯახი ფუფუნებაში ცხოვრობდა.

1903 წლის 13 ოქტომბერს მოულოდნელად გადაიცვალა ერთ-ერთი ტყუპისცალი - მეჰმედ ბედრედინი.

1909 წელს სულთანი გადატრიალების შედეგად ტახტიდან ჩამოაგდეს, მაგრამ ბეჰიჯე მას ქ. სალონიკში გადასახლებაში არ გაჰყვა. იგი შვილთან ერთად სტამბოლში დარჩა. ჯერ ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა, შემდეგ კი ხანგრძლივი მიმოწერისა და არაერთი დაჟინებული თხოვნის შედეგად, ენვერ ფაშას ბრძანებით მასლაკის სასახლეში დაბინავდა.

1923 წელს ბეჰიჯე ვაჟიშვილთან ერთად ნეაპოლში გაემგზავრა.

აჰმად ნურედინი 1944 წელს პარიზში ტუბერკულოზით მოულოდნელად გარდაიცვალა. ნათესავების გადმოცემით ის ნიჭიერებით გამორჩეული ადამიანი იყო და შესანიშნევად უკრავდა ფორტეპიანოზე.

შვილის გარდაცვალების შემდეგ ბეჰიჯე ცხოვრობდა ნეაპოლში, პატარა ბინაში. ფინანსურად უჭირდა. 1969 წელს ოჯახმა იგი თურქეთში გადაიყვანა, სადაც 7 თვის თავზე სუადიაში გარდაიცვალა. დაკრძალულია იაჰიას სასაფლაოზე.            

ლეილა აჩბა-ანჩაბაძე თავის მოგონებებში ხაზს უსვამს ბეჰიჯეს იშვიათ სილამაზეს: „ქალბატონი ბეჰიჯე ყველაზე ლამაზი, არისტოკრატული ქალბატონთაგანია, რომლებიც კი ცხოვრებაში მინახავს. თეთრი, ლურჯთვალება, მაღალი, ღია წაბლისფერი გრძელი თმებით - განსაკუთრებული სილამაზის ქალი იყო“, - იხსენებს ლეილა აჩბა (აფხაზი თავადის ქალის მოგონებები ჰარამხანაზე.- თბილისი, 2011. გვ.40).

წყარო:

მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში / ნატო მარშანია.-თბილისი, 2020.-გვ.383-385


Share: