The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამარ შერვაშიძე

თამარ შერვაშიძე
დაბადების თარიღი:1891
გარდაცვ. თარიღი:1931  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, მოდელი

ბიოგრაფია

თამარ შერვაშიძე (შარვაშიძე, ჩაჩბა) დაიბადა 1891 წელს, პროკოფი ლევანის ძე შერვაშიძისა (1840-1915) და ნინო გრიგოლის ასული მხეიძის (1864-1950) ოჯახში.

ჰყავდა ტყუპისცალი და, ელენე (1891-1926) და უფროსი და, მერი შერვაშიძე (1888-1986), რომლის სილამაზეზე დღემდე საუბრობენ. თამარიც საოცრად ლამაზი იყო, ბევრი ამტკიცებდა, რომ ის სილამაზით მერისაც კი ჩრდილავდა.

ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა, რადგან პროკოფი შერვაშიძე ბათუმის სათათბიროს ხმოსანი გახლდათ. XX საუკუნის დასაწყისში იგი აირჩიეს რუსეთის იმპერიის I მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ბათუმის ოლქისა და სოხუმის ოკრუგიდან და მასთან ერთად მისი ცოლ-შვილიც  პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად.

დებმა შერვაშიძეებმა, განსაკუთრებული გარეგნობის, მანერებისა და გემოვნების წყალობით, მალევე მიიპყრეს პეტერბურგის მაღალი წრის საზოგადოების ყურადღება.  

1914 წელს წელს თამარი ცოლად გაჰყვა პეტრე ზარნეკაუს (1889-1961) - აგრაფინა ჯაფარიძისა (1855-1926) და პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგის (1850-1906) უმცროს ვაჟიშვილს.

თამარ შარვაშიძესა და პეტრე ზარნეკაუს ორი შვილი ჰყავდათ - კონსტანტინე (1916-1977) და ნინა (1919- 2003).

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მათი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. თავიდან კონსტანტინეპოლში გაჩერდნენ, 1923 წელს კი საფრანგეთში გადავიდნენ. ცხოვრობდნენ ნიცაში. ემიგრაციაში თამარი უფროსი დის მსგავსად პარიზის სახელგანთქმული მოდის სახლების პოპულარულ მოდელი იყო.

თამარ შერვაშიძე 1931 წელს გარდაიცვალა ქ. ლოზანაში (შვეიცარია). 

წყარო:

მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში / ნატო მარშანია.-თბილისი, 2020.-გვ.172-174.


გააზიარე: