| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი![]()
Biographyრეჟისორი, სცენარისტი, მხატვარი გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი დაიბადა 1943 წლის 30 ოქტომბერს, თბილისში. დედა - ნინო თუმანიშვილი, მხატვარი იყო, სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა, მამა - ვადიმ ლევაშოვი, მშენებელი. 1963 წელს დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი; 1971 წელს - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; 1976 წელს - თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. კინოში მუშაობა დაიწყო როგორც მხატვარმა ("რესტავრატორები", 1968; "ნიკოლოზ ბარათაშვილი", 1968); იყო საქართველოს ტელევიზიის კინორეჟისორი (1975-1988), დოკუმენტური ფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი (1995 წლიდან); საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში გადაიღო მხატვრული ფილმები: "მოლანდება" (შ. მარტაშვილთან ერთად, 1975), "საფეხურები" (მ/მ, 1979), "ათოვდა ზამთრის ბაღებს" (1984); დოკუმენტური ფილმები: "პრემიერა" (1977), "მე, ლუბა ნიჟარაძე" (1978), "ექსპერიმენტი" (1979; სახელმწიფო პრემია, "ხუთწლედის მატიანე", 1980), "ბიჭვინთა" (ჯ. ებრალიძესთან ერთად, 1980), "რექტორი" (1981), "ალჟირის კონგრესი" (1984), "33 საუკუნის შემდეგ" (დ. შალიკაშვილთან და თ. ჩიხლაძესთან ერთად, 1985), "გამჭოლი მოქმედება" (1985), "მთვარის გლობუსი" (მ. ანთაძესთან ერთად, 1987; სატელევიზიო ფილმების საკავშირო კინოფესტივალის ჟიურის პრიზი, 1987; მონტე-კარლოს სატელევიზიო ფესტივალის ბრინჯაოს მედალი, 1988; სატელევიზიო ფილმების საერთაშორისო ფესტივალ "ოქროს საწმისის" II პრიზი, 1988), "კატასტროფა" (ვ. კვიჟინაძესთან ერთად, 1987) და სხვ. დოკუმენტური ფილმი „გამჭოლი მოქმედება“ მიუძღვნა ბიძის, თეატრის რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილის ცხოვრების ბოლო სამი ათეული წელიწადი მჭიდროდ იყო დაკავშირებული დიდ ბრიტანეთთან. იგი საბჭოთა რეჟისორების ჯგუფთან ერთად პირველად 1988 წელს ჩავიდა ლონდონში და სამუდამოდ „მოიწამლა“ მისი სიყვარულით. მუშაობდა დიდი ბრიტანეთის ტელევიზიის მე-4 არხზე (1988 წლიდან) , სადაც გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ვეძებთ მარჯორის და ოლივერს" (1990, რესპუბლიკური კ/ფ პრიზი „წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“ 1990), და მხატვრული ფილმი „ბედიანი“ (1993, შავი ზღვის ქვეყნების კ/ფ პრიზი „ოქროს არწივი“, 1995). ეს ორი ფილმი ინგლისური მხარის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და ყველაზე მეტად გახმაურდა, რადგან ისინი უჩვენეს საქართველოშიც და გაერთიანებულ სამეფოშიც. გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი; საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი (1982); 1998 წლიდან — საქართველოს შემოქმედთა საერთაშორისო ფედერაციის თავმჯდომარე; კულტურული და საქმიანი ურთიერთობების საერთაშორისო ცენტრის (ICC88, ლონდონი, 1993), რუსთაველის თეატრის გადარჩენის ფონდის (1998) და ს/ს “CIი8ი1!მ CIსხ”-ის (1999) დამფუძნებელი. მეუღლე – მარინე ციციშვილი (1946); შვილები: დიმიტრი (1968), კონსტანტინე (1996). გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილისა და მისი მეუღლის საქმიანობას უკავშირდება ქართულ-ინგლისური ურთიერთობების ახალი თავის დაწყება. სწორედ მათი ზრუნვით შეიქმნა ბრიტანულ-ქართული კულტურული და საქმიანი ურთიერთობის ცენტრი, რომლის ეგიდით მრავალი საჭირო შეხვედრა და პროექტი განხორციელდა როგორც ლონდონში, ასევე საქართველოში. მათ ასევე პირველებმა დააფუძნეს ქართული რესტორანი ლონდონში, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა და მას შემდეგ ამ ბიზნესით ბევრი ქართველი დაინტერესდა. ლონდონის ESU („ინგლისურად მოლაპარაკეთა კავშირი“) 1918 წლიდან არსებობს და ოროცდაათზე მეტ ქვეყანაში აქვს ფილიალი, მათ შორის თბილისში, რომლის თავმჯდომარე გახლავთ მარინა ციციშვილი. სწორედ ამის გამო შედგა ლონდონში, ამ საზოგადოების ჩერჩილის დარბაზში გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის “Life full of contrasts”-ის პრემიერა, რომლის ავტორიც მარინა ციციშვილია. მან მეუღლის 80 წლისთავი ამ ფილმით აღნიშნა. პრემიერა შედგა 2024 წელს თბილისში. 50-წუთიანი ფილმი სახიერად გადმოსცემს კინორეჟისორის მრავალფეროვანი ინტერესებით სავსე ცხოვრებას. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ., 2023. -გვ.321 ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 196; https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ლევაშოვ-თუმანიშვილი https://www.radiotavisupleba.ge/a/რას-ვუყუროთ/33396451.html ჯიყაშვილი ლელა. მზის სხივის დევნაში // ისტორიანი: ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. თბილისი, 2015. აპრილი,N49(52). გვ. 108-112
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

