The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სერგეი დავიდოვი

Date of birth:31 October, 1790
Date of death:29 March, 1878  (at 87 years)
Category:Nobleman, Military Person

Biography

სერგეი ივანეს ძე დავიდოვი გახლდათ რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, კახეთის მეფე ალექსანდრე I-ის შთამომავალი, თავად დავითიშვილთა გვარის წარმომადგენელი (გვარი მოდის მეფე ალექსანდრე I-ის შვილიშვილის დავითის სახელიდან). დედა - ქსენია კულომზინა.

დაიბადა 1790 წლის 31 ოქტომბერს. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 1809 წლიდან იყო სამხედრო და სახელმწიფო სამსახურში;

1812 წლიდან მსახურობდა რიაზანის მილიციის მე-3 ქვეითი პოლკში პოდპორუჩიკის წოდებით;

1813 წელს იგი ქვეითი ჯარის გენერლის, გრაფ ტოლსტოის მეთაურობით კოსტრომის მილიციის საკავალერიო პოლკში დაინიშნა და მილიციიდან მხოლოდ 1815 წლის დასაწყისში გაათავისუფლეს. მთელი ეს დრო 1813-1815 წლებში, მან უცხოურ ლაშქრობებში გაატარა: გალიციაში, სილეზიაში, ბოჰემიაში, საქსონიასა და ვესტფალიაში, ჰანოვერის სამფლობელოებში, ჰოლშტაინსა და სხვა რეგიონებში;

მონაწილეობდა მრავალ ბრძოლაში: მაგდებურგისა და ჰამბურგის ციხესიმაგრეების აღებაში, დრეზდენის აღებაში, სადაც ის ტყვიით დაიჭრა ხელში და სხვა;

1816 წელს სერგეი დავიდოვი შეუერთდა მოსკოვის დრაგუნთა პოლკს. არასრული ერთი წლის შემდეგ ის უკვე გენერალ-ადიუტანტ ბოროზდინის ადიუტანტი იყო; 1818 წელს გადაიყვანეს ლაიბგვარდიის ულანის პოლკში, ხოლო 1825 წელს სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს;

სამოქალაქო სამსახური დაიწყო 1828 წელს, ფინანსთა სამინისტროში საბაჟო საკითხებში სპეციალურ დავალებათა მოხელედ კოლეგიური მრჩევლის რანგში;

შემდგომ წლებში ეკავა მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობები: 1831 წელს ვიტებსკის ვიცე-გუბერნატორი გახდა. 1832 წელს გროდნოს გუბერნიის ვიცე-გუბერნატორად გადაიყვანეს და კამერდინერის წოდებამდე აღამაღლეს. 1833 წელს კი ბელოსტოკის ოლქის მმართველად დაინიშნა;

სერგეი დავიდოვი იყო რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ რამდენიმე გუბერნიის ვიცე-გუბერნატორი და სამოქალაქო გუბერნატორი. 1835 წელს იგი მინსკის სამოქალაქო გუბერნატორად დაინიშნა და მალევე მიიღო ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის წოდება;

მოღვაწეობდა განათლების დარგშიც - 1838 წლის 5 დეკემბერს, იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა თავად დანიშნა იგი კიევის საგანმანათლებლო ოლქის მზრუნველად;

1844 წელს მიიღო საიდუმლო მრჩევლის წოდება და აირჩიეს სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად;

1845 წელს სენატორის რანგში გაგზავნეს კალუგის გუბერნიაში აუდიტის ჩასატარებლად;

1852 წლიდან ეკავა სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.ს თანამდებობა;

მირებული ჰქონდა სამხედრო და სამოქალაქო ჯილდოები: წმინდა ანას მე-4 (1814) და I ხარისხის (1840); წმინდა სტანისლავის I ხარისხის (1838) და წმინდა ვლადიმერის II ხარისხის  (1849) ორდენები; სამკერდე ნიშანი 35 წლიანი უნაკლო სამსახურისთვის (1845); თეთრი არწივის ორდენი და სხვ.

სერგეი დავიდოვი გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში 1878 წლის 29 მარტს.

წყარო:

Давыдов, Сергей Иванович // Русский биографический словарь : в 25 томах. — СПб.—М., 1896—1918;

ენციკლოპედია „საქართველო“, . 2, თბ., 2012. — გვ. 261.

https://ka.wikipedia.org/wiki/სერგეი_დავიდოვი

https://ru.wikipedia.org/wiki/Давыдов,_Сергей_Иванович_(государственный_деятель)


Share: