The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ფატმა შარვაშიძე

ფატმა შარვაშიძე
Date of birth:184?
Date of death:1861
Category:Nobleman

Biography

შარვაშიძეთა აფხაზური დინასტიის წარმომადგენელი ფატმა შარვაშიძე (ჩაჩბა) აფხაზეთის მთავრის ქელეშ-ბეი შარვაშიძის ვაჟის, ტაირ (ტახირ) შარვაშიძისა და აფიშე ლაკრბას ქალიშვილი იყო.

ტაირ-ბეი, ძმებთან (როსტომ-ბეი და ბათალ-ბეი) ერთად იბრძოდა დედინაცვლის წინააღმდეგ, რომელიც აფხაზეთს მართავდა. შემდეგ თურქეთში ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ მოგვიანებით აფხაზეთში დაბრუნდა. გარდაიცვალა კელასურში. მისი ძმა, ბათალ-ბეი, მერხეულში ცხოვრობდა, შემდეგ კი თურქეთში გაემგზავრა.

ტაირ შარვაშიძე ოსმალეთის ტახტზე დიდ იმედებს ამყარებდა და ჯერ კიდევ მცირეწლოვანი ფატმა მსახურებისთვის და განათლების მისაღებად სულთნის სასახლეში მიაბარა. აქ ის შენიშნა სულთანმა აბდულ-მეჯიდმა, მოიხიბლა მისი გარეგნობით და ცოლად შეირთო. მათი ქორწილი 1854 წლის აგვისტოში, თოფქაფის სასახლეში შედგა.

ფატმა შარვაშიძე (გიულიუსთუ ქადინ ეფენდი) გახდა სულთან აბდულ-მეჯიდ I-ს (1839-1861) მერვე ცოლი.

სულთნის ახალგაზრდა მეუღლე ქველმოქმედებას ეწეოდა, რესტავრაციებს უკეთებდა მეჩეთებსა და მედრესეებს. 1861 წელს მას ვაჟი შეეძინა. ეს გახლდათ მომავალი სულთანი მეჰმედ VI ვახიდედინი (1918-1922), რომელიც ოსმალეთის იმპერიის 36-ე და უკანასკნელი სულთანი აღმოჩნდა.

ფატმა 1861 წელს სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა, შვილის გაჩენიდან სამ თვეში. დაკრძალულია ტიურბეში, ფათიჰას მეჩეთში.

წყარო:

მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში / ნატო მარშანია.-თბილისი, 2020.-გვ.387-388.


Share: