The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კონდრატე მარღანია (კონსტანტინე)

კონდრატე მარღანია
Date of birth:9 March, 1889  (137 years)
Date of death:192?
Category:Military Person

Biography

კონდრატე (კონსტანტინე) მარღანია დაიბადა 1889 წლის 9 მარტს სასულიერო პირის, დიმიტრი ტლაპსის ძე მარღანიასა და პელაგია ლუკას ასულ ასათიანის ოჯახში. წყვილს ხუთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა. კონდრატე, ივანე და პეტრე რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრები იყვნენ. 1921 წელს ისინი იძულებულნი გახდნენ საფრანგეთში, ემიგრაციაში წასულიყვნენ.

კონდრატე მარღანიამ დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია. მას პოდპორუჩიკის წოდება ჰქონდა. სამხედრო სამსახური 203-ე სოხუმის ქვეით პოლკში დაიწყო, შემდეგ თბილისის იუნკერთა სასწავლებელში მიავლინეს.

1911 წლის 19 ივნისს უმცროსი უნტერ-ოფიცრის წოდება მიენიჭა.

იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. ორჯერ დაიჭრა.

1915 წლის დეკემბერში გადაიყვანეს კავკასიის გრენადერთა დივიზიის აღალში (ურმებისა და საზიდრების ქარავანი) მე-4 ოცეულის მეთაურად.

მიღებული ჰქონდა სამხედრო ჯილდოები: 1915 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი “სიმამაცისთვის”; 1917 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ხმლებით); 1917 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი 1917 წლის თებერვალში საომარი მოქმედებების დროს წარმატებული სამსახურისა და გულმოდგინე შრომისათვის;

ოჯახი არ შეუქმნია.

ემიგრაციაში კონდრატე მარღანიას ცხოვრების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი პარიზში გარდაიცვალა.

წყარო: 

მარშანია ნატო. აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია. -თბილისი, 2020. გვ.235


Share: