| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
რუსუდან გვასალია![]()
ბიოგრაფიაგინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი რუსუდან გივის ასული გვასალია დაიბადა 1978 წლის 23 თებერვალს ქ. სოხუმში. აფხაზეთიდან მისი ოჯახი ომის შემდეგ, 1993 წელს წამოვიდა. 1995 წლიდან ცხოვრობს რუსეთში. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტი. 2001-2002 წლებში სწავლობდა ინტერნატურაში სპეციალობით „მეანობა და გინეკოლოგია“. რეპროდუქციული მედიცინის სფეროში 2003 წლიდან მუშაობს. გავლილი აქვს სტაჟირება მსოფლიოში ცნობილ კლინიკებში - აშშ-ში, ბელგიაში, ესპანეთსა და ბრაზილიაში. 2003 წელს ბრაზილიაში, სან-პაულოს რეპროდუქციის კლინიკაში გაიარა სასწავლო კურსი. 2006 წელს დაამთავრა ორდინატურა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2008 წელს - ასპირანტურა ოტის სახელობის მეანობისა და გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სპეციალობით „მეანობა და გინეკოლოგია“. 2010 წელს გაიარა სერტიფიცირება სპეციალური პროგრამით აშშ-ში, ქ. ჰიუსტონში მდებარე რეპროდუქტოლოგიის კლინიკაში - „Advanced Fertilite Center of Texas“. ამჟამად მუშაობს გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგად სანქტ-პეტერბურგის რეპროდუქციისა და გენეტიკის კლინიკაში. რუსუდან გვასალია არის ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოებისა (ASRM) და ევროპის ემბრიოლოგიისა და ადამიანის რეპროდუქციის საზოგადოების (ESHRE) წევრი. წყარო: აფხაზეთი სავიზიტო ბარათად. ნაწ. 1 / იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი ნატო კორსანტია.- თბილისი, 2019. გვ. 43-44.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

