The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მაია ჯოჯუა

მაია ჯოჯუა
Date of birth:5 October, 1991  (34 years)
Category:Medical Doctor

Biography

ფსიქო-ნევროლოგი მაია ჯემალის ასული ჯოჯუა დაიბადა 1991 წლის 5 ოქრომბერს, ქ. სოხუმში.

აფხაზეთის ომის შემდეგ, 1998 წლამდე, ჯოჯუების ოჯახი ცხოვრობდა სენაკში, ნათესავებთან. მაიამ ბავშვობა იქ გაატარა. 1998 წლის ზაფხულში, როცა უკვე აშკარა გახდა, რომ აფხაზეთში ახლო მომავალში ვერ დაბრუნდებოდნენ, საცხოვრებლად სანქტ-პეტერბურგში გადავიდნენ.

2014 წელს, მაია ჯოჯუამ დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო-სამედიცინო პედიატრიული უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის მასწავლებელი.

2015 წლიდან მუშაობს ქალაქის წმიდა ოლგას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ფსიქონევროლოგიურ განყოფილებაში. აქ მაია, კოლეგებთან ერთად, მკურნალობს ეპილეფსიითა და ცენტრალური თუ პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებს, უტარებს მათ რეაიბილიტაციის კურსს, ასევე, მონაწილეობს ფსიქოდიაგნოსტიკური გამოკვლევებისა და პაციენტების ნევროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის პროცესში.

გარდა ამისა, მაია ჯოჯუა პაციენტების მშობლებს უტარებს ფსიქოაღმზრდელობით საუბრებს, უხსნის მათ იმ ავადმყოფობების ძირითად არსს, რითაც მათი შვილები არიან დაავადებული. ზოგჯერ ამა თუ იმ ოჯახს კერძო ფსიქოლოგიურ კონსულტაციასაც უწევს.

წყარო: 

აფხაზეთი სავიზიტო ბარათად. ნაწ. 1 / იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი ნატო კორსანტია.- თბილისი, 2019. გვ. 150-152


Share: