| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
რომან ლაცუზბაია![]()
ბიოგრაფიაქიმიკოს-ინჟინერი რომან თენგიზის ძე ლაცუზბაია დაიბადა 1986 წლის 2 ნოემბერს, ქ. სარატოვში. ბავშვობა გაატარა გალის რაიონის სოფელ ოქუმში, სადაც დევნილობამდე ცხოვრობდა მისი ოჯახი. აფხაზეთი ომის შემდეგ, 6 წლის ასაკში დატოვა. რომან ლაცუზბაიამ წარჩინებით დაამთავრა თბილსის ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროქიმიური ინჟინირინგის ბაკალავრიატი, გამოყენებითი ქიმიური ინჟინირინგის მაგისტრატურა მანჩესტერის უნივერსიტეტში (ინგლისი), ხოლო დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (ჰოლანდია) ქიმიური ინჟინერიის დოქტორანტურა. თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიურ ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში, რომან ლაცუზბაია მეორე კურსიდან მუშაობდა ჯერ თ. აგლაძის ელექტროქიმიის კათედრაზე, მერე ელექტროქიმიის კვლევით ინსტიტუტში. ინგლისში სწავლის გასაგრძელებლად მიიღო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია, ხოლო დოქტორის ხარისხი ქიმიაში ჰოლანდიის დაფინანსებით დაიცვა. ამჟამად, რომან ლაცუზბაია არის ჰოლანდიის კვლევითი ინსტიტუტის (TNO) მეცნიერ-თანამშრომელი. ძირითადად მუშაობს მდგრადი ქიმიური წარმოების თემაზე, ქიმიურ წარმოებაში ელექტროქიმიის დანერგვასა და მდგრადი ელექტროენერგიის გამოყენებაზე; ქიმიურ წარმოებაში ისეთი ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე, რომელიც უფრო მდგრადი და გარემოსთვის უსაფრთხო იქნება. წყარო: აფხაზეთი სავიზიტო ბარათად. ნაწ. 1 / იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი ნატო კორსანტია.- თბილისი, 2019. გვ. 76-78.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

