| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ანა შელია![]()
Biographyმოდელი ანა შელია 1990-იანი წლების საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წამყვანი მოთამაშის მურთაზ შელიასა და წარსულში ცნობილი მოდელის, ლიკა კვარაცხელიას უფროსი ქალიშვილია. ჰყავს და-ძმა - ელენე და დათუნა. ანას მშობლები დღეს ბიზნესში მოღვაწეობენ. ლიკა კვარაცხელია რესტორნების ქსელის მმართველია, თუმცა, პარალელურად, არც მოდის სფეროს ივიწყებს და სამოდელო სააგენტო „Geomodels“-თან თანამშრომლობს. ანა შელიას სამოდელო კარიერაც თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტო „Geomodels“-ში დაიწყო. მას შემდეგ მის კარიერაში არაერთი მნიშვნელოვანი ჩვენება ყოფილა: 12 წლის ასაკში თბილისის მოდის კვირეულზე გამოვიდა, 14 წლისამ თურქულ სამოდელო სააგენტო Option Model Management-თან გააფორმა ორწლიანი კონტრაქტი და სტამბულში წავიდა, 15 წლის იყო, როდესაც მილანში „ზუჰაირ მურად რესტორტ 2015“-ში გადაიღეს, 2016 წელს პარიზის მოდის კვირეულზე სუპერპოპულარული თეთრეულის ბრენდის „ეტამის“ ახალი კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიოს წამყვანი ჟურნალების ფურცლებზეც აღმოჩნდა. განსაკუთრებით პოპულარული კი 2017 წელს გახდა, როცა მონაწილეობა მიიღო ბრიტანული მოდის სახლის, Ralph & Russo-ს ჩვენებაში, Victoria's Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად. ანას დამთავრებული აქვს თბილისის მეექვსე საავტორო სკოლა. 2018 წელს ანა შელიამ მორაგბე ლაშა ლომიძეზე იქორწინა. დღეს მათ ქალ-ვაჟი, ელი და ვატო ჰყავთ, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ. დაოჯახების შემდეგ ანამ კარიერაზე დროებით უარი თქვა. ახლა კი კვლავ უბრუნდება პროფესიას და დროდადრო მონაწილეობს ისეთი ბრენდებისა თუ კომპანიების სარეკლამო კამპანიებში, როგორებიცაა: PSP, S-SOCIETY, PARFOIS, OYSHO, Lutecia და სხვ. 2023 წელს ანამ დაამთავრა თბილისის Alte University • ალტე უნივერსიტეტი – საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2025 წელს ანა შელია Marie Claire-ის ფრანგული გამოცემისთვის გადაიღეს. Marie Claire გახლავთ ფრანგული საერთაშორისო ყოველთვიური მოდის ჟურნალი, რომელიც ფოკუსირებულია მსოფლიოს ქალებსა და გლობალურ საკითხებზე, პირველად გამოიცა საფრანგეთში 1937 წელს და მას შემდეგ გამოიცემა მრავალ ქვეყანაში, სხვადასხვა ენაზე. შელია ანა. Insta Inspiration / ანა შელია // OK! საქართველო: ყოველთვიური ჟურნალი. თბილისი, 2023. სექტემბერი. N 110. გვ. 80. შელია ანა. არასოდეს არ უნდა დაკარგო თვითდაჯერებულობა - მაშინაც კი, თუ ათი ქასთინგის შემდეგ, ათივეზე უარს მიიღებ: ინტერვიუ / ესაუბრა თაკო გვაზავა // OK! საქართველო: ყოველთვიური ჟურნალი. თბილისი, 2017. ნოემბერი. N40. გვ. 24-26.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

