The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამარ ქირია

თამარ ქირია
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1984  (41 წლის)
კატეგორია:დიზაინერი

ბიოგრაფია

მოდის დიზაინერი თამარ ქირია დაიბადა 1984 წლის 17 სექტემბერს სოხუმში. ქალაქის N1 საშუალო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე იყო, როდესაც მის ოჯახს ომის გამო აფხაზეთის დატოვება მოუხდა. მშობლები თეატრში მუშაობდნენ და იქ შვილიც ხშირად დაჰყავდათ.

2003 წლიდან თამარ ქირია ცხოვრობს იტალიის ქალაქ პალერმოში, სადაც პირველად აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების დასვენებისა და რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული პროექტის ფარგლებში გაემგზავრა. თამარი მოხვდა თოჯინების მუზეუმის შემქმნელისა და რესტავრატორის, პიეტრო პირაინოს ოჯახში. რა გასაკვირია, რომ ამგვარ გარემოში გაზრდილმა გოგონამ სწავლის გაგრძელება მოისურვა პალერმოს ხელოვნების აკადემიაში (Accademia Di Belle Arti di Palermo), სადაც ჩააბარა მოდის დიზაინერის სპეციალობაზე. 

აკადემიის დამთავრების შემდეგ თამარმა გაიარა სემინარები: მილანში (Accademia Del Lusso di Milano) - ქართული ტრადიციული კოსტიუმის შექმნა; პალერმოს ხელოვნების აკადემიაში - თექის დამუშავების მეთოდები. მოგვიანებით, საქველმოქმედო ორგანიზაციის ეგიდით, უკვე თავად ასწავლიდა ბავშვებს და ქალებს მოდის დიზაინს და თექის ხელოვნებას.

2011, 2013, 2017 და 2018 წლებში თამარ ქირია მონაწილეობდა პალერმოში, ტურინში, მილანში, ბოლონიასა და კატანიაში გამართულ გამოფენებში თუ ახალგაზრდა დიზაინერთა ჩვენებებში.

კატანიაში გამართულ ჩვენებაში, სადაც თამარი საქართველოს სახელით მონაწილეობდა, იგი დააჯილდოვეს „კრეატიული დიზაინერის“ ტიტულით.

როგორც მოდის დიზაინერი, თამარი არაერთხელ იყო მიწვეული ტელე-რადიო გადაცემებში თუ კონკურსების ჟიურის წევრად. ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში მასზე არაერთი სტატია დაიბეჭდა.

ქართველი დიზაინერი თანამშრომლობს ჟურნალებთან, როგორც ფეშენ სტილისტი. ქმნის აქსესუარებს, კოსტიუმებს სცენისთვის, საესტრადო ჯგუფებისა და ცირკის მსახიობებისთვის, ასევე, ახალ კოლექციებს საკუთარი ბრენდისთვის - „თამარ ქირია“.

 წყარო:

აფხაზეთი სავიზიტო ბარათად. ნაწ. 1 / იდეის ავტორი და შემდგენელ-რედაქტორი ნატო კორსანტია.- თბილისი, 2019. გვ. 129-132.

https://www.facebook.com/p/Tamars-design-61552185300484/


გააზიარე: