The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით ჟვანია

დავით ჟვანია
Date of birth:1967
Date of death:9 May, 2022  (at 55 years)
Category:Businessmen

Biography

პოლიტიკოსი და მეწარმე დავით ჟვანია 1967 წლის 20 ივლისს, თბილისში დაიბადა. მამა, ვაჟა ჟვანია, პროფესიით ფიზიკოსი და ფილოსოფოსი, ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დედა - ლუიზა ჟვანია, ექიმი-ჰემატოლოგი,  წლების განმავლობაში მუშაობდა რკინიგზის საავადმყოფოში.

დავითმა 1984 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური განხრით, სა­ხალ­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის და­გეგ­მვის სპე­ცი­ა­ლო­ბით. შემდეგ მსა­ხუ­რობ­და საბ­ჭო­თა ჯარ­ში.

უკ­რა­ი­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად დავით ჟვანია 1991 წელს გა­და­ვი­და და ამ ქვეყნის მოქალაქე გახდა. მუშაობდა სხვადასხვა კერძო კომპანიაში და სწრა­ფად მი­ი­წევ­და წინ კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე. თავდაპირველად, ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივ კომ­პა­ნი­ა­ში - „სა­ვაჭ­რო სახ­ლი“, მე­ნე­ჯე­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მერე ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი გახ­და, შემ­დეგ გადავიდა ნიკოლაი მარტინენკოს კომპანიაში და წლების მანძილზე მუშაობდა იქ. ბოლოს კი იყიდა კომ­პა­ნია - „ბრინქფორდ კონს ლი­მი­ტე­დი“ და მისი  პრე­ზი­დენ­ტის პოსტი დაიკავა.

დათო ჟვანიას კომპანია ფინანსურად ემსახურება ბირთვული საწვავის გადამუშავებას, აფინანსებს და კრედიტს აძლევს ოფიციალურად შემოტანა-გატანის ოპერაციებს. მისი მოგება კი ბირთვულ რეაქტორში გამომუშავებული ელექტროენერგიიდან მიღებული დივიდენდებია. კომპანია “ბრინკფორდი” აერთიანებს ორგანიზაციების ჯგუფს: გემთმშენებელ ქარხანას, გაზმომპოვებელ საბადოებს, რამდენიმე ბანკს, ცემენტის ქარხანას, "ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურებს. აწარმოებს სპორტულ-სამონადირეო ტყვიებს, რითაც შიდა ბაზარს და აშშ-ს ემსახურება, მოიპოვებს ბარიტს და ელექტრონიკაში ახალ ტექნოლოგიებს ამუშავებს.

პოლიტიკური საქმიანობა დათო ჟვანიამ 2002 წლიდან დაიწყო. უკრაინის უმაღლეს რადაში ის ბლოკ „ნაშა უკრაიანას“ სიით მოხვდა. იყო უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ვიქ­ტორ იუ­შჩენ­კოს სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი.

დეპუტატის რანგში მან ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის კო­მი­ტე­ტი ჩა­ი­ბა­რა.

2005 წელს იულია ტიმოშენკოს მთავრობაში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და.

2012 წლის დეკემბრიდან გაწევრიანდა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“ ფრაქციაში, რომელიც 2013 წლის ნოემბერში დატოვა, კიევის მაიდანზე საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ.

2012-2014 წლებში იგი გახლდათ უკრაინის პარლამენტის დეპუტატი და ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე.

დავით ჟვანია პოლიგლოტი იყო. იგი ცხრა ენაზე საუბრობდა: უკრაინულად, ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად, იტალიურად, ესპანურად. ასევე, ფლობდა სლოვენურ ენებს. აქედან სრულყოფილად იცოდა ოთხი ენა.

პოლიტიკოსი დაიღუპა 2022 წლის 9 მაისს, უკრაინაში. იგი ზა­პო­რო­ჟი­ეს რე­გი­ონ­ში, სო­ფელ ნო­ვო­პოკ­როვ­კას­თან, რუსი ოკუ­პან­ტე­ბის სა­გუ­შა­გოს­თან სა­არ­ტი­ლე­რიო სრო­ლას ემსხვერ­პლა.

დავით ჟვანიას დარჩა მეუღლე ოქსანა და ოთხი შვილი: ანა, დიანა, სოფია და დავითი.

წყარო: 

https://www.primetime.ge/news/sazogadoeb/vin-iyo-davit-zhvania-romelits-ukrainashi...

https://www.bpn.ge/article/95024-biznesmeni-da-deputati-vin-iqo-da-ras-sakmianobda-davit-zhvania.../


Share: