The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ავთანდილ პაპიაშვილი

სხვა სახელი:ალექსანდრე
იასონ ამირანი  (ფსევდონიმი)
ჯეი რანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ექიმი, მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

ჩეხეთში მოღვაწე ქართველებს შორის არის ავთანდილ (ალექსანდრე) პაპიაშვილი - ექიმი, ფსიქიატრი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პოეტი.

საქართველოდან წავიდა 1970-იან წლებში. ცოლად შეირთო ჩეხეთის მოქალაქე და საცხოვრებლად გადავიდა ჩეხოსლოვაკიაში. რამდენიმე წლის შემდეგ მეუღლესთან ერთად გაიქცა ავსტრიაში. 1977 წელს ცოლ-ქმარი გადასახლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი კვლავ პრაღას დაუბრუნდა.

ავთანდილ პაპიაშვილი წერდა იასონ ამირანის და ჯეი რანის ფსევდონიმით. მის კალამს ეკუთვნის საყურადღებო გამოკვლევა - „კურტიზანისა და ფსიქოანალიტიკოსის წიგნი“. მანვე, ქართულ ენაზე, გამოაქვეყნა ლექსი - „დამშვიდობება“.

წყარო:

https://arch2.iofe.center/person/29394 

არხეიონი = Archeion / აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველო. - თბილისი, 2024. გვ. 29

 


გააზიარე: