| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
რევაზ ჟორდანია![]()
Biographyმეცნიერი, ზოოლოგი, ორნითოლოგი რევაზ გივის ძე ჟორდანია დაიბადა 1934 წლის 19 ივლისს, ქ. თბილისში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იმავე წელს დაიწყო მუშაობა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ზოოლოგიურ განყოფილებაში, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1965-1975 წწ. გერმანიაში გამოაქვეყნა საქართველოს მუზეუმის - საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ფრინველების კოლექციის კატალოგი; პარალელურად, 1969 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრაზე; 1972 წელს მოიპოვა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1984 წელს გდრ-ის ორნითოლოგიის ჟურნალ "დერ ფალკში" გამოქვეყნდა სტატია ქართველი მეცნიერის შესახებ, რომელიც მიეძღვნა მისი დაბადების 50 წლისთავს; 1990 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხერხემლიან ცხოველთა ბიოლოგიისა და დაცვის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიას; 1991 წელს სადოქტორო დისერტაციის დაუცველად მიენიჭა პროფესორის წოდება; 1992 წელს საქართველოში ერთ-ერთ პირველთაგანს დაენიშნა ამერიკელი მეცენატის ჯორჯ სოროსის და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო სტიპენდია; 1994-1997 წწ. მან მოაწყო პირველი ქართული ფაუნისტური ექსპედიციები თურქეთში (ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, არტაან-რუშეთი, ტიგროსისა და ევფრატის სათავეებთან); რევაზ ჟორდანია არის 150-ზე მეტი წიგნის, მონოგრაფიის, სამეცნიერო, მეთოდური და პოპულარული ნაშრომის, ქართული ენციკლოპედიისათვის დაწერილი 300 -ზე მეტი სტატიის ავტორი; ქართველი მეცნიერი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციის, ასოციაციისა თუ ჯგუფის წევრი. მათ შორისაა: აშშ, გეოგრაფიული საზოგადოება; აშშ, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია; ბრიტანეთის ორნითოლოგიური კავშირი; რუსეთის მენზბირისეული ორნითოლოგიური საზოგადოება; საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია და სხვ.; მიღებული აქვს ჯილდოები: 1998 - ღირსების ორდენი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი; 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია და სხვ.; რევაზ ჟორდანია იყო ბიბლიოფილი და კოლექციონერი. ჰქონდა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” კოლექცია. იგი დაოჯახებული იყო. ჰყავდა მეუღლე - სინჯიკაშვილი-ჟორდანია, ლია და ვაჟი - ლევანი. მეცნიერი გარდაიცვალა 2011 წლის თებერვლის ბოლოს, ქ. თბილისში. წყარო: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000329/ რევაზ ჟორდანია - ბრიტანეთის ორნიტოლოგთა კავშირის წეევრი // გაზ. „თბილისი“. - 1962. - 19 აპრილი დადგენილება : [საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატს რევაზ გივის ძე ჟორდანიას] // გაზ. „კომუნისტი“. - 1985. - 25 თებერვალი. - გვ. 2 ალექსანდრია, გოგი. ქართულმა ექსპედიციამ ტიგროსის სათავე აღმოაჩინა! // კვირის პალიტრა. - თბილისი, 1997. - 22-28 სექტემბერი. - N38 (127). - გვ.5
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

