| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გიორგი ტაბატაძე![]()
Biographyგიორგი ტაბატაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს ამსტერდამში (ჰოლანდია). 1997-2005 წწ.-ში სწავლობდა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, სადაც მიიღო ბაკალავრის და შემდეგ, - მაგისტრის ხარისხი ქანდაკებაში. მშობლიურ აკადემიაში 2006-2007 წლებში იყო პროექტ „ქანდაკების ახალი ფორმების“ ჩარჩოში ასისტენტ-პროფესორი; 2010 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი სენდბერგის ინსტიტუტში (ამსტერდამი), ნატიფი ხელოვნების მიმართულებით. იყო ამსტერდამის ხერიტ რიტველდის სამხატვრო აკადემიის სტუმარი-დოცენტი, იქვე ისწავლა ასპირანტურაში. გიორგი ტაბატაძის მხატვრული კვლევის საგანია გამოსახულების ფორმირება თანამედროვე საზოგადოებაში და მისი ცხოვრების ციკლი: შექმნიდან მოხმარებამდე. ნიდერლანდებში ის არის ორგანიზაცია - Focus Lab.-ის თანადამფუძნებელი, რომელიც იკვლევს კულტურის ადგილობრივ ეკოსისტემას, აწყობს შეხვედრებსა და დისკუსიებს აქტუალურ საკითხებზე და ა.შ. საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში გიორგი ტაბატაძემ განახორციელა რამდენიმე პროექტი, მათ შორის: „როცა დასავლეთი აღმოსავლეთს ხვდება“; „You“; „მედია-გრაფიტი“ და სხვ.; მასალა, რომელსაც მხატვარი იყენებს, უადვილებს მას გაიაზროს, „რა დროში ვცხოვრობთ და ამ დროში საკუთარი თავი იპოვოს“. გიორგი ტაბატაძის კონცეპტუალური პროექტი „მედია-გრაფიტი“ აანალიზებს ქართული ტელევიზიის ახალ ამბებს და მათ მოზაიკებად გარდაქმნის. მისი მოზაიკების სერია, განთავსებულია შენობებზე ქალაქის სხვადასხვა ადგილას, რადგან მხატვრისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ნამუშევარი გახდეს თბილისის ურბანული გარემოს ნაწილი. “ჩემი, როგორც მხატვრის მეთოდი არის რეფერენსების პოვნა კულტურულ, პოლიტიკურ ან მედია სივრცეში და ამის გადათარგმნა ჩემ ნამუშევრებში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ თარგმანში არა მარტო თავისთავად ცხადი და ყველასთვის გასაგები ცოდნის კომუნიკაცია მოხდეს, არამედ არ დაიკარგოს ამბივალენტური და ჩრდილოვანი წერტილები, რომლებიც ნამუშევრის განუყოფელი ნაწილია”, - წერს გიორგი ტაბატაძე. ამსტერდამში მცხოვრები ქართველი მხატვარი მონაწილეა ბევრი პროექტის და , გამოფენისა: ნიდერლანდში, გერმანიაში, ჩინეთში, თბილისში, ასევე, ავტორია არაერთი ტექსტისა. წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/invisible/27254321.html https://archive.biennial.ge/giorgi-tabatadze/ https://contemporary.artarchive.network/ka/artist/text/72/giorgi-tabatadze ტაბატაძე გიორგი. ქართველები უცხოეთში: (გეოეარი წარმოგიდგენთ: საუბარი ხელოვანთან. გიორგი ტაბატაძე; არქიდრომის სახელით ესაუბრა სოფო ტაბატაძე // Copyright = Magazine about copyright : ჟურნალი საავტორო უფლებების შესახებ / საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია. თბილისი, 2014/2015. შემოდგომა-ზამთარი, N11, გვ.28-35
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

