| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
კახი სოლომნიშვილი![]()
ბიოგრაფიაკახი სოლომნიშვილი არის სლოვენიის ფილარმონიული ორკესტრის და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი. პედაგოგებმა ურჩიეს დირიჟორობა შეესწავლა, რადგან აბსოლუტური სმენა ჰქონდა. 2018 წელს ეროვნულმა ფილარმონიულმა ორკესტრმა კახი სოლომნიშვილის დირიჟორობით შეასრულა სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხული". სწორედ ამ კონცერტის ჩანაწერი გახდა მისი კარიერის გზამკვლევი საზღვარგარეთ. ამ ჩანაწერის საფუძველზე ქართველი დირიჟორი მიიწვიეს მონაკოში სადირიჟორი კონკურსზე, ხოლო შემდეგ, სტრავინსკის ყველაზე დიდმა შემსრულებელმა, შვეიცარიელ-ფრანგმა დირიჟორმა შარლი დუტუამ შესთავაზა არგენტინაში მისი ასისტენტი ყოფილიყო. 2023 წლიდან კახი სოლომნიშვილი თანამშრომლობას იწყებს სლოვენიის ფილარმონიულ ორკესტრთან (Slovenska filharmonija - Academia philharmonicorum), ხოლო, 2024 წლის 15 მაისიდან ამ ორკესტრის მთავარი დირიჟორის პოზიციას იკავებს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სხვა ქვეყნის მთავარი ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორი გახდა. პირველმა სადებიუტო კონცერტმა ლუბლიანას მთავარ საკონცერტო დარბაზში, Cankarev Dom-ში, სრული ანშლაგით ჩაიარა. შესრულდა სლოვენიელი კომპოზიტორის ზვონიმირ ციგლიჩის, შოსტაკოვიჩისა და სტრავინსკის ნაწარმოებები. 2025 წლის 31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი კახი სოლომნიშვილი იქნება. ქართველ დირიჟორს უთანამშრომლია ისეთ საერთაშორისო და ნაციონალურ ორკესტრებთან, როგორებიცაა: პოლონეთის ფრედერიკ შოპენის სიმფონიურ ორკესტრი, საქართველოს სინფონიეტა, ისრაელის სინფონიეტა, Teatro Colon-ის ორკესტრი და ა.შ. კახი სოლომნიშვილის მეუღლეა მარიამ ჩხაიძე. ისიც მუსიკოსია, არფაზე უკრავს. მათ ერთმანეთი ეროვნულ ფილარმონიულ ორკესტრში გაიცნეს, 2018 წლის 28 აგვისტოს დაქორწინდნენ, ჰყავთ პატარა შვილი. წყარო: http://www.opera.ge/geo/conductorsinner/5
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

