The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


რევაზ ოჩიგავა

რევაზ ოჩიგავა
სხვა სახელი:რეზო  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1940  (85 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

რევაზ (რეზო) ივანეს ძე ოჩიგავა დაიბადა 1940 წლის 21 მაისს, ქ. ფოთში.

1966 წელს დაამთავრა ქალაქ სარატოვის ეკონომიკური ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომისტის სპეციალობით.

შრომითი საქმიანობა დაიწყო სსრკ სარატოვის ოლქის ქალაქ აკტარსკის საცდელ-საწარმოო მეურნეობა "ელიზავეტინსკოეს" მთავარ ეკონომისტად (1967-1969);

1969 წელს სამშობლოში დაბრუნდა და საქმიანობა ქ. ბათუმში ახალდაარსებული საქართველოს საზღვაო სანაოსნოს საგეგმო-ეკონომიური განყოფილების უფროსის მოადგილედ, უფროს ეკონომისტად განაგრძო, ხოლო, 1972 წელს იგი ამავე განყოფილების უფროსი გახდა;

1978-1992 წწ. გახლდათ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის მოადგილე ეკონომიკის დარგში;

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ქვეყანა კრიზისმა მოიცვა და განადგურებული იქნა საქართველოს საზღვაო სანაოსნო, რეზო ოჩიგავამ საქმიანობა რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო სისტემაში შემავალ საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტში განაგრძო - იყო საბუღალტრო და სტატისტიკური აღრიცხვის განყოფილებისა (1993-1995) და შემდგომ სამმართველოს (1995-1996) უფროსი, რუსეთის ფედერაციის საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე (1996-1999);

1999 წელს - რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ეკონომიკის დაპარტამენტის ხელმძღვანელი (1999), პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი; 

2004 წლიდან - რუსეთის ფედერალური სახელმწიფო-უნიტარული საწარმო „РОСМОРПОРТ"-ის ანალიზისა და საფინანსო მართვის გაერთიანებული განყოფილების უფროსი. 

რეზო ოჩიგავას მიღებული აქვს სსრკ საზღვაო ფლოტისა (1981) და რუსეთის ტრანსპორტის (1997) დამსახურებული მუშაკის წოდება.

წყარო:

 პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: