The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლევან უჩანეიშვილი

ლევან უჩანეიშვილი
Date of birth:15 December, 1958  (67 years)
Category:Actor/Actress

Biography

მსახიობი ლევან უჩანეიშვილი დაიბადა 1958 წლის 15 დეკემბერს, თბილისში, ინჟინერ-გეოლოგ კარლო უჩანეიშვილის (1926-1962) ოჯახში. დედა -ტურფა დოლიძე, ფილოლოგი, ფრანგული ენის სპეციალისტი გახლდათ.

ლევანმა დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა.

1979 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. იყო მიხეილ თუმანიშვილის სტუდენტი

მოღვაწეობა დაიწყო, როგორც კინოსტუდია "ქართული ფილმის" თეატრის მსახიობმა. 

კინოფილმებში 1976 წლიდან იღებდნენ. ოფიციალური მონაცემებით 52 როლი აქვს ნათამაშები სხვადასხვა ქვეყნებში. საქართველოს გარდა წარმატებით იღებდნენ რუსეთის კინოსტუდიებიც.

1990-იანი წლებიდან მოღვაწეობს აშშ-ში. ცხოვრობს ლოს-ანჯელესში და მონაწილეობს ჰოლივუდის ფილმებში.

ლევან უჩანეიშვილს ჰყავს უმცროსი ძმა, ირაკლი, რომელიც, ასევე, ამერიკაში ცხოვრობს. ძმებმა ჰოლივუდში შექმნეს მრავალფუნქციური კორპორაცია, რომელსაც დედის სახელი „ტურფა“ დაარქვეს.

ფილმოგრაფია: "ქორწინება იმერულად" (რეჟისორები: ნელი ნენოვა, გენო წულაია, 1979); "სახლი ლესნაიაზე" (სტამბის მუშა, რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი, 1980); "მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი)" (რეზო იმედაძე, რეჟ. რეზო ჩხეიძე, 1980); "წისქვილი ქალაქის გარეუბანში" (რეჟ. რეზო ესაძე, 1981); "ყოჩაღად, პაპებო!" (რეჟისორები: ნელი ნენოვა, გენო წულაია, 1981); "კუკარაჩა" (კუკარაჩა, რეჟისორები: სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე, 1982);  "წიგნი ფიცისა" (რეჟისორები: გიგა ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე, 1983); "ჯადოსნური ღამე" (ოჩოპინტრე, რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი, 1983); "ამბავი სურამის ციხისა" ( რეჟისორები: დოდო აბაშიძე, სერგო ფარაჯანოვი, 1984); "მამაკაცები და სხვები" (რეჟ. ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე, 1985); "ვინ არის მეოთხე ?" (სავკა, რეჟ. ოთარ კობერიძე, 1985); "უკვდავი სული" (დოკუმენტური ფილმი, რეჟისორები: შერგილ შონია, ზურაბ შანიძე, 1987); "გამოცხადება" (რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე, 1988); "დანაშაული მოხდა" (რეჟ. ნანა მჭედლიძე, 1988); "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (რეჟ. რეზო ჩხეიძე, 1989); "სპირალი" (რამაზ კორინთელი, რეჟ. გიული ჭოხონელიძე, 1990); "შევარდენი" (რეჟისორები: კობა წაქაძე, გრეგ პალმერი, 1990); "სტალინი" - "Stalin" (აშშ, 1992); "დამოუკიდებლობის დღე" - "Independence Day" (1996); "იასამანი" (რეჟ. ილია ჩაჩანიძე, 1997); "პრეზიდენტის თვითმფრინავი" - "Air Force One" (აშშ, გერმანია, 1997); "A Bedfull of Foreigners" (აშშ, 1998); "ბლეიდი" - "Blade" (1998); "ვირუსი" - "Virus" (აშშ, საფრანგეთი, 1999); "ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა" (რეჟ. ნანა ჯორჯაძე, 2000); "25-ე საათი" - "The 25th Hour" (აშშ, 2002); "ოლიგარქი" - "Олигарх 2002" (ლარი თეიშვილი, რუსეთი, რეჟ. პავლე ლუნგინი, 2002); "ადამიანი ამფიბია" - "Человек-амфибия. Морской дьявол" (მინი სერიალი, რუსეთი, რეჟ. ალექსანდრე ათანესიანი, 2004); "შავი პრინცი" - "Черный принц" (რუსეთი, რეჟ. ანატოლი ივანოვი, 2004); "წარსულის აჩრდილები" - "Shadow Man" (აშშ, 2006); “მემკვიდრეობა” (იურისტი, რეჟ. გელა ბაბლუანი, 2006); "ნადირობა შავ მგელზე" - "Охота на черного волка" (ТВ)) (აშშ, რუსეთი, რეჟ. გიორგი გავრილოვი, 2006) და სხვა.

ბოლო პერიოდში ნიჭიერმა არტისტმა რეჟისორის ამპლუაც მოირგო – გადაიღო ფილმი სალვადორ დალის ცხოვრებაზე, სადაც დალის როლს თავად თამაშობს.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ლევან უჩანეიშვილი

mdb.com/name/nm0653654/

უჩანეიშვილი, ლევან. კუკარაჩა ამერიკაში : ინტერვიუ / ესაუბრა დეა თავბერიძე // პრაიმტაიმი. - 2012. - 19 მარტი. - N11. - გვ.4-5.
რეხვიაშვილი ნინო
. "მე ვთვლი, რომ ჰოლივუდი ჩემი ცხოვრების გამართლება იყო"... : "ნოსტალგიას სატელეფონო ქვითრები მოწმობს"... / // სამეგრელო. - 2012. - N6. - გვ.25-27.

უჩანეიშვილი ლევან. ლევან უჩანეიშვილი “კუკარაჩა 2”-ის გადაღებას აპირებს: ინტერვიუ / ესაუბრა ლალი ფაცია // თბილისელები. თბილისი, 2002. 1-7 აპრილი. N 13 (65). გვ. 10-11.


Share: