The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კობა ლიკლიკაძე

კობა ლიკლიკაძე
Date of birth:10 June, 1966  (59 years)
Category:Journalist

Biography

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე დაიბადა 1966 წლის 10 ივნისს, საქართველოში.  

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; ასევე, გაიარა სამხედრო ჟურნალისტიკის გადასამზადებელი სპეციალური კურსები გერმანიაში, შვეიცარიასა და აშშ-ში;

1990-1993 წწ. იყო გაზეთ "საქართველოს" ჟურნალისტი;

1993-1998 წწ. - თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის უფროსი;

1998-2000 წწ. - თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი;

კითხულობდა ლექციებს სამხედრო აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა გაზეთში "კავკასიონი", უძღვებოდა რამდენიმე პოლიტიკურ ტოკშოუს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", "ტელეკომპანია 202"-სა და "საქართველოში".

1992-1993 წწ. როგორც კორესპონდენტი აშუქებდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს.

2001 წლიდან 24 წლის განმავლობაში კობა ლიკლიკაძე იყო რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის  ჟურნალისტი. 9 წელი  საქმიანობდა თბილისის ბიუროში, 14 წელი პრაღის სათავო ოფისში და ბოლო 4 თვე, ისევ, თბილისის რეგიონულ ოფისში. 

მუშაობდა საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე.  გახლდათ ავტორი ყოველკვირეული პროგრამისა "დაბრკოლების ზოლი", რომელშიც შუქდებოდა სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები. რადიოს ქართული სამსახურის საიტის მუდმივი ბლოგერი.

იგი "რადიო თავისუფლების მიკროფონით იყო ავღანეთსა და ერაყში, აშუქებდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს; კოდორისა და პანკისის მოვლენებს. ცხელ წერტილებში მუშაობისთვის დაჯილდოებულია რადიო თავისუფალი ევროპა რადიო თავისუფლების სპეციალური მოწმობით. 

კობა ლიკლიკაძემ რადიო თავისუფლება (RFE/RL) დატოვა 2025 წლის 1 მაისს.

ჟურნალისტს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვან გამოცემებში, "IWPR"-ისა და "Jamestown Foundations"-ის კვლევითი ინსტიტუტების საიტებზე სამხედრო მშენებლობის პრობლემებზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, იარაღის უკანონო ვაჭრობაზე და სხვა.

კობა ლიკლიკაძის მეუღლეა ლელა ჟორჟოლიანი. წყვილს სამი შვილი ჰყავს: ნინო, დავითი და ლიზი. პრაღაში ცხოვრების პერიოდში ქალბატონი ლელა მხოლოდ დიასახლისობას არ დასჯერდა და სწრაფად გამონახა მისთვის საინტერესო საქმე. იგი  დაინტერესებულ ადამიანებს ქართულ ენას ასწავლიდა და ენერგიას არ იშურებდა მშობლიური ენის პოპულარიზაციისათვის.

წყარო:

ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.  თბ., 2006.-გვ.287

radiotavisupleba.ge 


Share: