| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი ტყაბლაძე![]()
ბიოგრაფიაგიორგი (გია) ტყაბლაძე დაიბადა 1971 წელს ქუთაისში. დამთავრებული აქვს ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ქანდაკებისა და სახელოვნებო განათლების მიმართულებით და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების სპეციალობით (1996). გიორგი ტყაბლაძე ქმნის ქვის, ხისა და შერეული ტექნიკის ქანდაკებებს კონკრეტულ თემებსა და იდეებზე, ფოკუსირებულია თანამედროვე საზოგადოების პრობლემებისა და სტერეოტიპების წარმოჩენაზე. მოქანდაკე 2001 წელს საცხოვრებლად და პროფესიული განვითარების მიზნით გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც განაპირობა მისმა ზედიზედ ორმა არტ-რეზიდენციამ სტუდიო მიდვესტსა და ანდერსონის ცენტრში. გიორგი ტყაბლაძე 1993 წლიდან მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორის: ხელოვნების მე-3 საერთაშორისო ბიენალე (ბარსელონა, ესპანეთი 2019), Artisti 19 (მილანი, იტალია 2019), ვენეციის საერთაშორისო ბიენალე (ვენეცია, იტალია 2018); თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა EGOS XIII Oud Sint-Jan-ის მუზეუმი, (ბრიუგე, ბელგია, 2017); კანის თანამედროვე ხელოვნების ბიენალე (კანი, საფრანგეთი 2017); წმინდა პავლეს ბაზილიკა (ვატიკანი / რომი, იტალია, 2015); “Grazie Italia” 56, ვენეციის ბინალე (ვენეცია, იტალია, 2015); კარუსელ დე ლუვი (პარიზი, საფრანგეთი, 2015); ტრიენალე დი რომა (რომი იტალია, 2014); კულტურის ფონდი (ქარონი, CA, აშშ) 2011 და სხვა. მთელი თავისი კარიერის მანძილზე გიორგი ტყაბლაძემ მრავალი ჯილდო მიიღო. ჯილდოებს შორისაა: ველასკესის საერთაშორისო პრემია (ესპანეთი, 2019), მილანის ხელოვნების საერთაშორისო ჯილდო (იტალია 2017), მიქელანჯელოს სახელობის საერთაშორისო პრიზი (იტალია, 2015), რაფაელო სანზიოს სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ჯილდო (იტალია 2014), ვირჯინიის საუკეთესო მხატვრის პრიზი ქანდაკების კატეგორიაში (აშშ, 2005), წლის საუკეთესო ნამუშევარი ქანდაკების კატეგორიაში (საქართველო, 1997), ასევე, მიღებულ აქვს მსოფლიო კულტურის ელჩის წოდება (2014). ამჟამად გიორგი ტყაბლაძე მუშაობს საკუთარ სტუდიაში (ვირჯინიის შტატი, აშშ) და არამხოლოდ ქანდაკებებს ქმნის, არამედ ხელოვნებას ასწავლის სმითსონის ასოცირებული სტუდიის ხელოვნების პროგრამაზე (ვაშინგტონი, აშშ) და ხელოვნების ლიგის სკოლაში (ალექსანდრია, აშშ). წყარო: https://art.gov.ge/ge/portfolio/ტყაბლაძე-გიორგი/ ზაალიშვილი ნინო. მოქანდაკე გია ტყაბლაძე // სახვითი ხელოვნების ქრონიკები 2009 / საქართველოს მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაცია. - ქუთაისი, 2012. - გვ.148-149. შავგულიძე, თამთა. რელიგიური იმპულსები თანამედროვე ქართულ ქანდაკებაში // ვიზუალური კულტურა და რელიგიური იმპულსები : საერთაშორისო კონფერენციის მასალები. - თბილისი, 2014. - გვ.25-30.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

