The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მირიან მესტვირიშვილი

მირიან მესტვირიშვილი
Date of birth:15 June, 1934
Date of death:28 October, 2016  (at 82 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

მეცნიერი, ფიზიკოსი მირიან ალექსის ძე მესტვირიშვილი დაიბადა 1934 წლის 15 ივნისს სოფელ  კურდღელაურში (ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1955-1958). პირველი სამი წელი სწავლობდა ქიმიის ფაკულტეტზე (1952-1955).

1958-1961 წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტი;

სამეცნიერო ხარისხები: 1964 წ. გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 1971 წ. - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; 1988 წელს - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;

1961-1964 წწ. გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

1964-1970 წწ. - ქ. დუბნის ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

1970-1986 წწ.- ქ. სერპუხოვის (რფ) მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1971 წლიდან - მრავლობითი პროცესების თეორიული ლაბორატორიის ხელმძღვანელი;

1983 წლის 23 სექტემბრიდან - თეორიული და მათემატიკური ფიზიკის პროფესორი;

1986 წელს მიიღო ლენინური პრემია (სხვებთან ერთად) ნაშრომების ციკლისათვის „ინკლუზიური პროცესები მაღალი ენერგიის ელემენტარული ნაწილაკების ძლიერი ურთიერთქმედებებისას და მასშტაბური უცვლელობის აღმოჩენა ამ პროცესებში“.

1986-2016 წწ. იყო მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნ. ნ. ბოგოლიუბოვის სახელობის მიკროსამყაროს ფიზიკის პრობლემათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი, ხოლო 1991 წლიდან -  მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;

2016 წლის 1 ივლისიდან გარდაცვალებამდე - ამავე უნივერსიტეტის ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის ფაკულტეტის კვანტური სტატისტიკისა და ველის თეორიის კათედრის მთავარი მკვლევარი;

2001 წელს მიენიჭა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ლომონოსოვის I ხარისხის პრემია  სივრცე-დროისა და გრავიტაციის ახალი კონცეფციების შემუშავებისათვის (აკადემიკოს ა. ლოგუნოვთან ერთად);

მეცნიერული ინტერესების სფერო: მაღალი ენერგიების ფიზიკა, გრავიტაციის თეორია.

გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება ელემენტარული ნაწილაკებისა და გრავიტაციის თეორიებს.

ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას.

მირიან მესტვირიშვილი გარდაიცვალა 2016 წლის 28 ოქტომბერს ქ. მოსკოვში.

წყარო: 

https://ru.wikipedia.org/wiki/Мествиришвили,_Мириан_Алексеевич

http://science.org.ge/old/members/Geo5/Mirian%20Mestvirishvili.pdf

https://georgianencyclopedia.ge/ka/form/30981


Share: