| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
კახი სახლთუხუცესი![]()
Biographyფილოლოგი, ენათმეცნიერი კახი სახლთუხუცესი (სახლთხუციშვილი) დაიბადა 1973 წელს ქ. თბილისში. დედა - ლეილა ქიტოშვილი, ფილოლოგი, მწერალი; მამა - უშანგი სახლთხუციშვილი, მეცნიერი ონომასტიკოსი, ლატვიელ კლასიკოსთა მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. მეორე ექსპერიმენტული სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, კახიმ ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა. უკვე თინეიჯერობის ასაკში გახდა საინტერესო ლიტერატურული წერილების ავტორი. მათ შორის გამორჩეული იყო წერილი ილია ჭავჭავაძის „განდეგილზე“, 16-17 წლისამ კი მეცნიერებათა აკადემიის სიგელი მიიღო მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნების" ახლებურად განხილვისთვის. 1995 წელს კახი სახლთუხუცესი ჩაირიცხა ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში, იქვე მუშაობდა მეცნიერ თანამშრომლად, 1999 წელს კი სამეცნიერო კვლევა განაგრძო ნიდერლანდებში, უტრეხტის უნივერსიტეტში. გარკვეული დრო ცხოვრობდა შვედეთში, ჰოლანდიაში, ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ესპანეთში, კატალონიაში. არის ამერიკული პროექტის Family tree DNA-ს ქართული გენეტიკური პროექტის ერთ-ერთი ადმინისტრატორი, ჯემალ გოგიტიძესთან და ირაკლი ახვლედიანთან ერთად. გენეტიკით ქართველი მეცნიერი ჯერ კიდევ სამშობლოში ცხოვრების დროს დაინტერესდა. იგი 1991 წლიდან იკვლევდა საქართველოს ფეოდალური გვარების გენეალოგიას, ბატონი იური ჩიქოვანის ხელმძღვანელობით. დაგროვილი მასალა გახდა საფუძველი მოხსენებისა - „ქართულ ფეოდალურ გვარ-სახელთა ფუძეების, წარმოშობის და კლასიფიკაციის ზოგიერთი საკითხისთვის“, რომელიც მან წაიკითხა 1997 წელს, ენათმეცნიერების ინსტიტუტის 57-ე სამეცნიერო სესიაზე. საკუთარი დნმ-ის გამოკვლევა კახი სახლთუხუცესმა 2005 წელს, ჰოლანდიაში სწავლის პერიოდში გადაწყვიტა. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაინტერესდა საკუთარი დნმ-ის გამოკვლევით და დაუკავშირდა დნმ-ის კვლევის ამერიკულ ლაბორატორიას. 2011 წლიდან მან აქტიურად დაიწყო ქართველთა დნმ-ის კვლევა. ახლა ეს კვლევა გენეტიკური გენეალოგიის ჭრილში გრძელდება. მეცნიერები მამაკაცის დნმ-ის ანალიზის მიხედვით შეისწავლიან ქართველი ერის წარმომავლობასა და გენეტიკას. კახი სახლთუხუცესი საფუძვლიანად ფლობს რვა ენას, მათ შორის: შვედურს, ჰოლანდიურს, იტალიურს, ესპანურს, კატალონიურს. 2015 წელს მისი და რუსუდან იოსელიანის ავტორობით თბილისში გამოიცა „ინგლისურ-ქართულ-სვანური სასაუბრო=English-Georgian-Svan phrase book“. სამეცნიერო მუშაობასთან ერთად, ბოლო წლებია გატაცებულია საბრძოლო ხელოვნებით. ვარჯიშობს „კრავ მაგასა“ და შერეულ ორთაბრძოლებში, წარმატებით ეუფლება კემპო-კარატეს. ამ სისტემამ მისი ყურადღება დასავლური და აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებების სინთეზითა და გამოყენების ეფექტურობით მიიქცია. ჯილდოებიც აქვს მიღებული. კახი სახლთუხუცესს ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. წყარო: http://kartuli.kvira.ge/2019/09/18/ვისი-მემკვიდრენი-არიან-ქ/ სახლთუხუცესი კახი. როგორ აყალიბებს სქესს გენები და რატომ ჩამოაყალიბა გარემო პირობებმა სხვადასხვანაირი გენები: ინტერვიუ / ესაუბრა ნინო ხაჩიძე // თბილისელები. თბილისის. 2024. 22-28 აპრილი.N17 81217). გვ.12-13
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

