| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
სერგო შავგულიძე![]()
Biographyმეცნიერი, ინჟინერი, პედაგოგი სერგო შავგულიძე დაიბადა 1959 წლის 14 მაისს, ქ. თბილისში. მისი მშობლები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდნენ. მამა - პროფესორი ანზორ შავგულიძე ინჟინერი იყო და მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მხაზველობითი გეომეტრიისა და საინჟინრო გრაფიკის კათედრას. დედა ექიმი გახლდათ და უნივერსიტეტის პოლიკლინიკაში მუშაობდა. 1975 წელს სერგომ ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 62-ე საშუალო სკოლა და მამის რჩევით ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე, რომელიც იმ დროს ახალი დაარსებული იყო, ტელეკომუნიკაცია კი პერსპექტიულ დარგად ითვლებოდა. 1980 წელს სერგო შავგულიძემ წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინრის კვალიფიკაციის სპეციალობით და სამუშაოდ დატოვეს ავტომატური ელექტროკავშირგაბმულობის კათედრაზე. ამავე წლის ოქტომბერში, 21 წლის ასაკში, წაიკითხა პირველი ლექცია. 1980-1983 წლებში სწავლობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემათა ინსტიტუტის (მოსკოვი) ასპირანტურაში. 1984 წელს აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, ხოლო, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი 1991 წელს სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის გადაცემის პრობლემათა ინსტიტუტში (მოსკოვი) დაიცვა; 1993 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება; სამუშაო გამოცდილება: 1980-1995 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატური ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1995-2006 წწ. - ციფრული კავშირის თეორიის კათედრის გამგე; 2006-2010 წწ. - უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი; 2006-2021 წწ. - ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, პროფესორი; 2007-2013 წწ. - ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2021 წლიდან - ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პროფესორი; 2004 წლიდან, ასევე, მუშაობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში, სადაც 2004-2018 წლებში ხელმძღვანელობდა კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს, სოლო 2019 წლიდან არის კომისიის აპარატის მრჩეველთა საბჭოს წევრი; 1993-2023 წლებში ერთობლივი სამეცნიერო-კელევითი სამუშაოების ჩასატარებლად და ლექციათა ციკლის წასაკითხად სხვადასხვა დროს იმყოფებოდა მიწვეულ პროფესორად ევროპის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში, კერძოდ: დარმშტადტის, კონსტანცის, ულმისა და ესენის (გერმანია), ლინგბიუს (დანია), ლიჩოპინგისა და ლუნდის (შეეცია), ლანკასტერის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტებში, სადაც მისი ხელმძღვანელობით დაცულია 10-მდე სადოქტორო დისერტაცია; უცხოეთის უნივერსიტეტებში სერგო შავგულიძემ ხელი შეუწყო კასკადური კოდირებისა და მოდულაცია-კოდირების ახალი სისტემების განვითარებას. 2007-2008 წლებში არჩეული იყო ნატო-ს “მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” კომიტეტის საკონსულტაციო ჯგუფის - “ინფორმაციისა და კომუნიკაციების უსაფრთხოება” - ექსპერტად და წელიწადში ორჯერ მონაწილეობას იღებდა ამ ჯგუფის შეხვედრებში (ბრიუსელი, ბელგია); ორწლიანი მისიის დასრულების შემდეგ, ნატოდან მიღებულ წერილში ხაზგასმულია ქართველი მეცნიერის პროფესიონალური დონე და გამოხატულია დიდი მადლიერება აღნიშნული პროგრამის მაღალი სამეცნიერო ხარისხის შენარჩუნებისათვის; 2006-2023 წლებში მონაწილეობა მიიღო მრავალ ღონისძიებაში, რომლებიც ჩატარდა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ეგიდით. 2007, 2015 და 2019 წლებში რადიოსაკომუნიკაციო ასამბლეებზე და 2007 და 2015 წლებში მსოფლიო რადიოსაკომუნიკაციო კონფერენციებზე გახლდათ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი; 2007 წლის მსოფლიო რადიოსაკომუნიკაციო კონფერენციაზე, ასევე, იყო კონფერენციის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ასამბლეებზე: RA-2015, RA-2019 და RA-2023 ქართველი მეცნიერი აირჩიეს ITU-R შემსწავლელი ჯგუფების თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 2024 წელს - 4 წლის ვადით ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის რადიოსაკომუნიკაციო სექტორის მე-7 შემსწავლელი ჯგუფის (სამეცნიერო სერვისები) თავმჯდომარის მოადგილედ; საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) სპეციალიზებული ქვეორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებზე და განთავსებულია ჟენევაში (შვეიცარია). დღეისათვის სერგო შავგულიძე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია ITU-ში; მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი (ქართულ და უცხოურ ენებზე), ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის პრესტიჟულ და მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნიერო გამოცემებში. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროს შეადგენს ინფორმაციის თეორია, ხელშეშლამდგრადი კოდირების თეორია, მოდულაცია-კოდირების სისტემები და მრავალანტენიანი ტექნოლოგიები. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციისა და სიმპოზიუმის მუშაობაში. ჯილდოები: 1997-1999 წლებში იყო ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიის მფლობელი; 1998 წ. - ღირსების მედალი; 2013 წ. - ღირსების ორდენი; 2006 წელს მიღებული აქვს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო ინოვაციურ ტექნოლოგიებში საუკეთესო პროექტისთვის; 2016 წელს საქართველოს მთავრობამ გადასცა განსაკუთრებული მადლობის სიგელი „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეფორმის - ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში თანამშრომლობისა და უპრეცენდენტო მხარდაჭერისათვის“; ამავე წელს მიიღო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი „ტელეკომუნიკაციის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის“; 2023 წელს სერგო შავგულიძეს გადაეცა ITU-ს გენერალური მდივნის მადლობის სერტიფიკატი ITU-R-ის მუშაობაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის; მეცნიერი ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს. წყარო: https://ug.edu.ge/persons/full/11277 https://my.gtu.ge/Personal/1071 საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერები /შეადგინა...ნიკო ჯავახიშვილმა. - თბილისი, 1999. გვ. 52 შავგულიძე სერგო. არ შეშინდეთ, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება: უსაფრთხოა თუ არა 5G ტქნოლოგია და რას მოგვიტანს 6G: ინტერვიუ / ესაუბრა ლიკა ქაჯაია // გზა: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი. თბილისი, 2023.16-22 მარტი. N11 (1188). გვ.56-
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

