| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
მამუკა თუშიშვილი![]()
Biographyინჟინერ-მეტალურგი, მეცნიერი მამუკა თუშიშვილი დაიბადა 1964 წლის 14 მაისს, ქ. თბილისში. წარჩინებით დაამთავრა თბილისის 151-ე საშუალო სკოლა (1980) და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი (1985). 1985-1988 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც 1990 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. მამუკა თუშიშვილის კვლევის საგანს წარმოადგენდა ბორის, მისი შენადნობებისა და ნაერთების შესწავლა, რაზეც იგი მუშაობდა მეტალურგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში. მისი სამეცნიერო კვლევის შედეგებით დაინტერესდნენ ქ. შენიანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ჩინეთი) და ოთხჯერ მიიწვიეს ერთობლივი კვლევის ჩასატარებლად (1991-1993). ამავე საკითხთან დაკავშირებით ინტერესი გამოითქვა ჩიკაგოს უნივერსიტეტში (აშშ, პროფესორი მიშელ ტრენარი) და სხვა სამეცნიერო ცენტრებში, რასაც მოჰყვა მამუკა თუშიშვილის მიწვევა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმზე. მონაწილეობდა ბორის, ბორიდებისა და მისი მონათესავე მასალებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმებში: ქ. ალბუკერკე (აშშ, 1990), ქ. ცუკუბა (იაპონია, 1993), ქ. ბადენ-ბადენი (ავსტრია, 1996); აგრეთვე, გარდამავალი ელემენტების მყარი ნაერთებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში (ქ. მადეირა, ესპანეთი, 1991); თერმულიანალიზისა და კალორიმეტრისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში (ქ. გრადო, იტალია, 1994); ალმასისა და მისი მსგავსი მასალებისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმებში ( ქ. ბარსელონა, ესპანეთი 1995, ქ. ედინბურგი, ინგლისი, 1997) და სხვა. სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედეგოგიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (1993-1996). არჩეულ იქნა ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ავტორია ქართულ და უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომებისა, მათ შორის ერთი მონოგრაფიის. იყო ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიის მფლობელი მეცნიერების დარგში (1997-2000 წწ.). წყარო: საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერები /შეადგინა...ნიკო ჯავახიშვილმა. - თბილისი, 1999. გვ.60-61
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

