The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნატალია გოგობერიშვილი

ნატალია გოგობერიშვილი
Date of birth:1988  (38 years)
Category:Computer Scientist

Biography

საფრანგეთში მცხოვრები გაყიდვების მენეჯერი ნატალია გოგობერიშვილი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში.

საფრანგეთში პირველად 12 წლის ასაკში ჩავიდა, გაცვლითი პროგრამა Euro 2000-ის ფარგლებში. ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ორ ფრანგულ ოჯახში, ქალაქ Nantes-ში და Vigneux de bretagne-ში, დადიოდა კოლეჯში და ზრუნავდა ფრანგული ენის გაუმჯობესებაზე.

საფრანგეთთან ნატალია ოჯახითაც იყო დაკავშირებული. მისი ბაბუა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საფრანგეთში ცხოვრობდა, საოჯახო ბიბლიოთეკაშიც უამრავი ფრანგული წიგნი ჰქონდათ და ბებია ხშირად უყვებოდა ბაბუის ფრანგულ გამოცდილებაზე. ოჯახურმა კონტექსტმა და ევრო პროგრამამ დიდი გავლენა იქონია გოგონას მომავალზე.

ნატალია გოგობერიშვილმა უმაღლესი განათლება საქართველოში მიიღო. სწავლობდა ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში ინფორმატიკის ფაკულტეტზე, სადაც ლექციებს ხშირად ფრანგი ლექტორები უკითხავდნენ, ხოლო, საგნების უმეტეს ნაწილს ფრანგულ ენაზე სწავლობდნენ.

უნივერსიტეტი 2007 წელს წარმატებით დაასრულა ბაკალავრის ხარისხით და ჩაირიცხა მაგისტრატურაზე საფრანგეთში, ვერსალის უნივერსიტეტში, ლოჯისტიკის და მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში გაიარა სტაჟირება ორ კომპანიაში: Primagaz და Orange Business Services-ში.

მაგისტრატურა ნატალიამ 2009 წელს დაამთავრა, 2010 წლიდან კი დაიწყო მუშაობა Oberthur Technologies კომპანიაში, რომლის დღევანდელი სახელია IDEMIA. მისი ისტორია ამ კომპანიაში შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციიდან დაიწყო, ამის შემდეგ იყო შესყიდვების განყოფილებაში პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე დამცავი ნიშნების შესყიდვების დირექტორი. შემდეგ გადაწყვიტა ახალი გამოცდილების მისაღებად შეეცვალა კომპანია და კარგი შეთავაზებაც მიიღო კომპანია Renault-გან, მაგრამ როცა IDEMIA-მ გაიგო, რომ იგი წასვლას გეგმავდა, მაშინვე შესთავაზეს სხვა პოზიცია, გაყიდვებში, რაც მისთვის სრულიად ახალი და საინტერესო სფერო აღმოჩნდა.

ნატალია ახალ გამოწვევას დათანხმდა და უკვე 5 წელია DEMIA-ში არის გაყიდვების დირექტორი ამიერკავკასიის ქვეყნებზე, 2 წლის წინ კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც დაემატა.

IDEMIA არის ფრანგულ-ამერიკული კომპანია, სადაც 15 ათასი ადამიანი მუშაობს და წლიური ბრუნვა შეადგენს 3 მილიარდ ევროს. სათავო ოფისი პარიზის ბიზნეს ცენტრში La Defense-ზე მდებარეობს. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები არიან ფინანსური და სახელმწიფო დაწესებულებები, რომელთაც აწვდიან გადახდის პლასტიკურ ბარათებს (ვიზა, მასთერქარდი), ასევე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (პასპორტი, ID ბარათი, მართვის მოწმობა და ასე შემდეგ). მსოფლიოში ორიდან 1 პლასტიკური ბარათი IDEMIA-ს დამზადებულია.

კომპანიას საქართველოს ბაზარზეც აქვს დიდი გამოცდილება.

ნატალია გოგობერიშვილი კმაყოფილია თავისი პროფესიით და კომპანიაში მუშაობით. ამბობს,რომ გაყიდვების სფერო იმ ადამიანებისთვის არის, ვისაც უყვარს ხალხთან ურთიერთობა. ძალიან საინტერესო სფეროა და სულ ვითარდება. IDEMIA-ში მიღებულმა გამოცდილებამ დაანახა მას თავისი პოტენციალი, ამან კი უფრო მეტი ძალა მისცა იმისათვის, რომ წინ წასულიყო და დასახული მიზნებისთვის მიეღწია.

წყარო:
#სფიჩი #სპიჩი #speech #speechmedia #ქართველიპროფესიონალებიუცხოეთში


Share: