| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
რეზო გიგინეიშვილი![]()
ბიოგრაფიაკინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, პროდიუსერი რევაზ (რეზო) გიგინეიშვილი დაიბადა 1982 წლის 19 მარტს, თბილისში, მუსიკოს ირინა წიქორიძისა და ექიმ დავით გიგინეიშვილის ოჯახში. 1991 წელს რეზო გიგინეიშვილი საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში. 1997 წლიდან მუშაობდა ტელევიზიაში. 2005 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ВГИК) სარეჟისორო ფაკულტეტი (მარლენ ხუციევის კურსი). რეზო გიგინეიშვილმა გადაიღო 150-ზე მეტი მუსიკალური ვიდეო და სარეკლამო კლიპი; როგორც მსახიობი მონაწილეობდა ფილმებში: „ყინულის ხანა“ (2002, დათო); „მოსკოვი. ცენტრალური რაიონი-2“ (2004, სანდრიკი (ფილმი #2, „მეშვიდე ცა“); „9 თვე“ (2006, ცენტრის ექიმი); დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „9 თვე“ (2006), „მამაკაცების გარეშე“ (2010), „სიყვარული აქცენტით“ (2012), „საზღვრების გარეშე“ (2015), „მძევლები“ (2017), „ფხიზელი მძღოლი“ (2019), „პაციენტი #1" (2023) და სხვ.; მეორე რეჟისორად მუშაობდა ფიოდორ ბონდარჩუკის გახმაურებულ ფილმზე „მე-9 ასეული“; რეზო გიგინეიშვილი სცენარებსაც წერს და დაკავებულია პროდიუსინგითაც. ხშირად თავადვეა თავისი ფილმების სცენარისტი და პროდიუსერი, მათ შორის: „სიყვარული აქცენტით“ (2012), „საზღვრების გარეშე“ (2015), „მძევლები“ (2017), „ფხიზელი მძღოლი“ (2019) და სხვ.; “მძევლები” ქართულ-რუსულ-პოლონური კოპროდუქციაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმი ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა. ფილმს საფუძვლად უდევს თვითმფრინავის გატაცების ისტორია 1983 წელს, თუმცა იგი არ წარმოადგენს მოვლენის რეკონსტრუქციას. მისი პრემიერა შედგა ბერლინალეს კინოფესტივალზე, ხოლო შემდეგ მონაწილეობდა 30-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალში, მათ შორის: ტელურიდის, ედინბურგის, თესალონიკის, შანხაის, ჰაიფას, კაიროსა და სხვ.; ჯილდოები: 2017 წელი - კინოფესტივალი “კინოტავრი”: პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის ფილმისთვის "მძევლები"; 2022 წელი - გამარჯვება ნომინაციაში "საუკეთესო პილოტი" სერიალ „მოსვლის“ რეჟისურისთვის სერიალ “პილოტის” IV სატელევიზიო სერიალების ფესტივალში; 2023 წელი - ვერნერ ჰერცოგის ფონდის კინოპრიზი რეჟისურისთვის ფილმისა „პაციენტი №1“. რეზო გიგინეიშვილს ორი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. ქალიშვილი მარია შეეძინა მომღერალ ანასტასია კოჩეტკოვასთან 2006 წელს, ხოლო ნინო (2011) და ივანე (2013) მსახიობ ნადეჟდა მიხალკოვასთან ქორწინების პერიოდში. კინორეჟისორი ცხოვრობს მოსკოვსა და თბილისში. წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/Гигинеишвили Реваз_Давидович
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

