| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მაია მერლანი![]()
ბიოგრაფიაქიმიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი მაია მერლანი დაიბადა 1863 წლის 13 ივნისს, მესტიაში, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწის იოველ მერლანის ოჯახში. 1980 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თიანეთის საშუალო სკოლა, ხოლო 1985 წელს, წარჩინებით - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი და სწავლა განაგრძო მოსკოვის დ. მენდელევის სახელობის ქიმიური ტექნოლოგიის ინსტიტუტის ორგანული ქიმიის კათედრაზე. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1989-2002 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში, სტეროიდულ შენაერთთა სინთეზის განყოფილების მეცნიერ თანამშრომლად, 2003 წლიდან - ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. არჩეული იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 1995 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 2011 წლიდან იყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მიჰყავდა სამაგისტრო კურსი ორგანულ ქიმიაში. 1997 წელს ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის გახდა საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერთა შორის; 2002 წელს გახდა ნატო-ს "სამეცნიერო პროგრამა მშვიდობისათვის" სტიპენდიანტი; 2003-2006 წწ. მოიპოვა ნატოს გრანტი თემაზე: "ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზი სტეროიდული საპოგენინის-ტიგოგენინის საფუძველზე"; 2007-2013 წლებში იყო საქართველოს შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და აშშ/საქართველოს ერთობლივი სამეცნიერო განვითარების ფონდის გრანტების თანამონაწილე; 2013 წელს მოიპოვა მაცუმაეს საერთაშორისო ფონდის (იაპონია) სტიპენდია სამეცნიერო პროექტისთვის: "ლაშქარას ბიოლოგიურად აქტიური ბიოპოლიმერის ანალოგის სინთეზი" და მიწვეული იქნა ჰოკაიდოს უნივერსიტეტში აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად; 2018 წელს - ფულბრაიტის სტიპენდია (აშშ), პროექტისთვის: „ლაშქარას ბიოპოლიმერის ანალოგების ქიმიური და ენზიმატური სინთეზი”; 15.11.2018-31.04.2019 - ჰოკაიდოს უნივერსიტეტის (იაპონია) გრანტი - პროექტი: „ფუნქციური მაკრომოლეკულური მასალების შემუშავება“; მაია მერლანს აქვს მუშაობის გამოცდილება მიწვეული მეცნიერის რანგში იაპონიის, საბერძნეთის და აშშ-ს უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში. 2002-2010 წწ. მოწვეული მეცნიერის სტატუსით პერიოდულად მუშაობდა საბერძნეთის ეროვნულ სამეცნიერო ცენტრ "დემოკრიტოსში", 2010 წელს კითხულობდა ლექციებს ინდოეთის ქ. ბელგაუმის უნივერსიტეტში და სხვ.; 08.09.2023-დან დღევანდლამდე - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში, მცენარეული ბიოპოლიმერების და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიური მოდიფიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2024 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის პრემია; ქიმიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი მაია მერლანი არის ქართულ და უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული 80-ზე მეტი სამეცნირო ნაშრომის ავტორი, 42 საერთაშორისო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე, საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. წყარო: საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი ახალგაზრდა მეცნიერები /შეადგინა ნიკო ჯავახიშვილმა. - თბილისი, 1999. გვ.66 http://science.org.ge/wp-content/uploads/2024/10/მერლანი-მაია-CV.pdf https://ka.wikipedia.org/wiki/მაია_მერლანი სვანეთის გამოჩენილი ადამიანები: მაია იოველის ასული მერლანი // სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი. - თბილისი, 2014.- გვ. 248-249
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

