The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


რამაზ ქურდაძე

რამაზ ქურდაძე
Date of birth:25 August, 1961  (64 years)
Category:Linguist, Educator, Philologist

Biography

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი რამაზ შოთას ძე ქურდაძე დაიბადა 1961 წლის 25 აგვისტოს დაბა სურამში.

1983 წელს დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ის­ტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი;

1983-1986 წწ. გაიარა ასპირანტურის სრუ­­­ლი კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრაზე პროფ. ე. ბაბუნაშვილის ხელმძღვანელობით;

1983 წლიდან ეწევა პე­დაგოგიურ მოღვაწეობას;

1983-1984 წწ. მუშაობდა მასწავლებლად სო­ფელ კალის (მესტიის მუნიციპალიტეტი) საშუალო სკოლაში;

საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ქართული ენის ქართლური დიალექტის ლიახვისა და ფრონის ხეობათა მეტყველება", დაიცვა 1987 წელს;

1987 წლიდან არის თბი­ლი­სის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქ­­­ტორი, პროფესორი (2000);

სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის ქართულ გიმ­ნა­ზი­­აში, ცხინვალის სახელ­მწი­ფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, გორის ეკონომიკურ ინ­ს­ტი­­ტუტსა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში;

სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "ხმოვანმონაცვლე ზმნები თანამედროვე ქართულში", დაი­ც­ვა 1999 წელს;

მიწვეული პროფესორის რანგში ქართულ ენას ასწავლიდა: ნიუ-იორკის სტონი ბრუკის (აშშ, 2007-2008), ლეიდენის (ნიდერლანდების სამეფო, 2012, 2016, 2018), ბრემენის (გერმანია, 2015) უნივერისტეტებში და დარტმუთის კოლეჯში (აშშ, 2011, 2013);

2010 წელს რუსთაველის ფონდმა მიანიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდია;

რამაზ ქურდაძე არის ავტორი წიგნისა - ქართული ენა = The Georgian Language: ქართული ენის პრაქტიკული კურსი უცხოელთათვის, რომელიც უკვე რამდენჯერმე გამოიცა. სახელმძღვანელო განკუთვნილია ქართული ენით დაინტერესებული ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის, მაგრამ ის გამოადგება საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველი ემიგრანტების შვილებსაც.

წყარო:

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014510/

ქურდაძე რამაზ. რამაზ ქურდაძემ ჰოლანდიელები ქართულ ენას აზიარა: ინტერვიუ / მოამზადა შ. ბეროშვილმა // თბილისის უნივერსიტეტი. – 2013. 30 იანვარი. N1  


Share: