| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ზურაბ აზმაიფარაშვილი![]()
Biographyჯეფერსონის უნივერსიტეტის სიდნი კიმელის სახელობის სამედიცინო სკოლის ასოცირებული პროფესორი, ექიმი-თერაპევტი ზურაბ აზმაიფარაშვილი დაიბადა 1983 წელს ქ. თბილისში. 2000 წელს წარჩინებით დაამთავრა საბუნებისმეტყველო გიმნაზია "აიეტი" და სწავლა განაგრძო უმაღლეს სამედიცინო სკოლა "აიეტში" (შემდგომში დ. ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი). ზურაბ აზმაიფარაშვილი წლებია, წარმატებით საქმიანობს აშშ-ში. 2005-2008 წლებში უმაღლეს ქულებზე ჩააბარა ამერიკის სალიცენზიო გამოცდის (USMLE) ორივე, საბაზისო და კლინიკური ეტაპი. 2011-2012 წლებში მოიპოვა მეცნიერების მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში, ედინბურგის უნივერსიტეტიდან. 2012-2016 წლებში გაიარა სინგაპურის სამედიცინო რეზიდენტურა - შინაგან სნეულებებში და წარმატებით ჩააბარა ბრიტანეთის მედიკოსთა სამეფო კოლეჯის (MRCP) სალიცენზიო გამოცდები. 2016 წლიდან დღემდე იმყოფება ამერიკაში, სადაც გაიარა ამერიკის სამედიცინო რეზუდენტურა შინაგან სნეულებებეში და მოიპოვა შესაბამისი ლიცენზია. ამჟამად იგი იკავებს შინაგანი სნეულებების რეზიდენტურის პროგრამის ასოცირებული დირექტორის პოზიციას ფილადელფიაში, ჯეფერსონ-აინშტაინის სამედიცინო ცენტრში. ამავდროულად, ის არის ამ სამედიცინო ცენტრის ჰოსპიტალისტთა განყოფილების ხელმძღვანელი და ამავე ჰოსპიტლის მრჩეველი ექიმი სახელმწიფო პროგრამა მედიქეართან ურთიერთობის საკითხებში. ქართველი ექიმი არის რეზიდენტურის პროგრამების საერთაშორისო შეჯიბრის "ექიმის დილემის" ორგზის ჩემპიონი. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. ზურაბ აზმაიფარაშვილი თითქმის ყოველწლიურად ჩამოდის საქართველოში და თავის გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს და სამედიცინო დარგის სტუდენტებს. 2024 წლის ივნისში იგი ერთი კვირით იყო ჩამოსული ამერიკიდან თბილისში და ამ მოკლე დროში გამართა კონსულტაციები, გასინჯა, მიიღო და მიმართულება მისცა 10- მდე პაციენტს. 2025 წელს თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ „ჯეისი მედთან” (JC Med - პორტალი ამერიკულ მედიცინაში) ორგანიზებით უმასპინძლა ზურაბ აზმაიფარაშვილის ლექციას. მან სტუდენტებს გაუზიარა თავისი ცოდნა და გამოცდილება ლექციით - „პასუხები თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე სამედიცინო რეზიდენტურის დაწყებამდე“. ქართველმა ექიმმა ისაუბრა აშშ-ს სამედიცინო ლიცენზირების გამოცდების (USMLE-ის) ჩაბარებისა და რეზიდენტურის პროგრამებში წარმატებით ჩარიცხვის პროცესზე. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ზურაბ აზმაიფარაშვილთან ურთიერთობისას უშუალოდ მიეღოთ ინფორმაცია დარგის ექსპერტისგან მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრამ დიდი გამოცდილება შესძინა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებს, რაც მათ გამოადგებათ წარმატებული სამედიცინო კარიერის შესაქმნელად. წყარო: https://www.facebook.com/samedicinoplatforma/posts//868072252023420/ https://www.facebook.com/media/set/?vanity=usmdprogram&set=a.991252043005198
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

