| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
დავით წიკლაური![]()
Biographyპიანისტი, კომპოზიტორი დავით (დათო) წიკლაური ამერიკაში 2017 წელს, კომპანია „სონის“ მიწვევით აღმოჩნდა. იგი ამერიკული კინოსთვის ქართული მოტივებით გაჯერებულ მუსიკას წერს, ცნობილ მუსიკალურ სტუდიებთან თანამშრომლობს და ურთიერთობა აქვს ამ სფეროს გამორჩეულ პროფესიონალებთან. დავითი შემოქმედებით გარემოში გაიზარდა. მამამისი, ანსამბლ „ბერიკონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ავთო წიკლაური არის კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი, მხატვარი და მოქანდაკე. მისმა შემოქმედებამ დათოზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მუსიკისადმი მიდრეკილება ყმაწვილმა ადრეულ ასაკში გამოავლინა. 5 წლის იყო როცა მშობლებმა შეიყვანეს ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზიაში („ნიჭიერთა ათწლედი“), რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაც დაამთავრა. მუსიკოსია დათოს ძმაც, რომელიც დირიჟორობას აპირებს და წერს კიდეც მუსიკას. დავით წიკლაური პატარა მელოდიებს ბავშვობიდან წერდა, იმ დროიდან, როცა ჯერ ნოტებიც არ იცოდა. 17-18 წლის ასაკში, როცა მას უკვე საკუთარი სათქმელი გაუჩნდა, მიიღო მიწვევა ლოს-ანჯელესის რამდენიმე სერიოზული სტუდიიდან, რომლებიც ფილმის მუსიკაზე მუშაობენ. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომლისთვისაც დათომ მუსიკა დაწერა, იყო ტრილერი „247 ფარენჰაიტით“. ეს გახლდათ ქართულ-ამერიკული პროექტი, რომელიც „ანქორ-ბეი’“-მ გაყიდა მთელს მსოფლიოში. ფილმის მუსიკას რეცენზიებში ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. დავით წიკლაური ამერიკაში 7 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. წერდა მუსიკას ამერიკული ფილმებისთვის. გაეცნო იქაურ კულტურას, ურთიერთობდა ცნობილ ადამიანებთან კინოსა და მუსიკის სფეროში. ასევე, ჰყავდა სტუდენტები და მუშაობდა ადგილობრივ სტუდიებში, სადაც მუსიკოსებს ფორტეპიანოს პარტიების ჩაწერასა და გაორკესტრებაში ეხმარებოდა. დათოს ხელოვნების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ბავშვობაში კარგად ხატავდა, შემდეგ ეს მისი ნიჭი არქიტექტურისა და დიზაინის სიყვარულში გადაიზარდა. ამერიკაში პასადენის სამხატვრო კოლეჯში ავტომანქანის დიზაინის შესახებ ლექციებს დაესწრო და გააოცა ამ სფეროს პროფესიონალების ოსტატობამ, იმან, თუ როგორ შეიძლება ფორმა და ფუნქცია ერთმანეთს შეუხამო და უბრალო ნივთიც კი ხელოვნების ნიმუშად აქციო. ახალგაზრდა მუსიკოსი საქართველოში 2023 წლის შემოდგომაზე დაბრუნდა. დღევანდელ მსოფლიოში შესაძლებელია სამშობლოში იცხოვრო და შენი საქმე უცხოეთის ნებისმიერ ქვეყანაში აკეთო. გეგმები ბევრი აქვს. დრო გვიჩვენებს როგორ განვითარდება მისი შემოქმედება. წყარო: https://sputnik-georgia.com/20230225/dato-ciklauri-274872727.html https://nostal.ge/2019/10/18/qartveli-musikosiromelic/ https://www.facebook.com/watch/?v=528759650065486
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

