The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გივი ყურაშვილი

გივი ყურაშვილი
Date of birth:23 November, 1954  (71 years)
Category:Medical Doctor

Biography

ექიმი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი გივი ყურაშვილი დაიბადა 1954 წლის 23 ნოემბერს ქ. ქუთაისში.

1977 წელს დაამთავრა ქ. ვინიცის (უკრაინა) ნ.ი. პიროგოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი;

1977-1978 წწ. იყო ექიმი-ინტერნი; 1978-1981 წწ. - ექიმი-ორდინატორი რკინიგზის კლინიკური საავადმყოფო N 4, ულან-უდე, რუსეთი;

1981-1982 წწ. - უფროსი ლაბორანტი; 1983-1987 წწ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;  

1987-1990 წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნ.ი. პიროგოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრობლემური ლაბორატორია, ვინიცა, უკრაინა;

საკანდიდატო დისერტაცია - "Компонентный состав массы верхней конечности и факторы, его регулирующие", დაიცვა 1987 წელს, ქ. კიევში (უკრაინა);

1990 წ. - ქ. თბილისის სამკურნალო დიაგნოსტიკური კოოპერატივი “კარდიოლოგი”:

ექიმი თერაპევტ-აკუპუნქტურისტი;

1990 – 1998 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის კათედრის თანამშრომელი;

1998 – 2006 წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  / მედიცინის ფაკულტეტის შინაგანი მედიცინის კათედრა, დოცენტი;

სამეცნიერო წოდება დოცენტი (ასოცირებული პროფესორი) – 1999 წლიდან;

2006- 2014 წწ. - სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი (გორი);

2007 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისში, ავერსის კლინიკაში: ოჯახის ექიმი;

გივი ყურაშვილი ავტორია: ასამდე სამეცნიერო ნაშრომის (რეგიონალური, რესპუბლიკური, საერთაშორისო), 4 გამოგონების, 80 რაციონალიზატორული წინადადების და 4 მეთოდური რეკომენდაციის.

ფლობს ჩინური მედიცინის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს.

მიღებული აქვს საკავშირო "ВОНРИ"-ის სიგელი, საკავშირო მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო კომიტეტის “გამოგონებებისა და აღმოჩენების” მიერ გაცემული სამკერდე ნიშანი "Изобретатель СССР" (1988), საკავშირო "ВОНГЭ"-ს I ხარისხის დიპლომი (1990). 

არის ავერსის კლინიკის გამარჯვებული ჟურნალ “საექიმო პრაქტიკისs“ კონკურსში (2008) და   ნომინაციაში “ყველაზე სრულყოფილი ისტორიის ავტორი” (2011), ასევე, რუსეთის "РОАНГЭ"-ს წევრი.

წყარო:

ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბილისი, 2000.- გვ.301

https://tsamali.ge/eqimi/givi-yurashvili/terapevti


Share: