The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი მამულია

გიორგი მამულია
Date of birth:22 March, 1967  (59 years)
Category:Historian

Biography

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, საფრანგეთის სოციალურ კვლევათა უმაღლესი სკოლის დოქტორი გიორგი მამულია დაიბადა 1967 წლის 22 მარტს, თბილისში, ისტორიკოს გურამ მამულიას (1937-2003) ოჯახში. 1990 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი; 1990-1992 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართლის (აღმოსავლეთ საქართველოს) ეკლესია V-VI სს-ში“; 1992-1994 წწ. - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში; 1994-2000 წწ. - რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მეორე მდივანი; 1996 წელს დაამთავრა მოსკოვის დიპლომატიის აკადემია; 2003 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს საფრანგეთში; არის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი კვლევების ცენტრის (EHESS) დოქტორი; დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით; მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საქართველოსა და კავკასიის ისტორიის შესახებ. 

წყარო:
https://www.facebook.com/photo/?fbid=1342114142615471


Share: