The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ასტამაძე

გიორგი ასტამაძე
Date of birth:25 August, 1987  (38 years)
Category:Historian

Biography

მეცნიერი, ისტორიკოსი გიორგი ასტამაძე დაიბადა 1987 წლის 25 აგვისტოს, ქ. თბილისში. 2004 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საჯარო სკოლა; 2004-2008 და 2008-2011 წლებში მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2007-2008 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი; 2014 წელს დაამთავრა მეორე მაგისტრატურა ევროპათმცოდნეობის მიმართულებით კარლსრუეს უნივერსიტეტის (გერმანია) ჰუმანიტარულ და  სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე; 2015 წლიდან გახლდათ კარლსრუეს უნივერსიტეტის დოქტორანტი. მისი სადოქტორო დისერტაციის სახელწოდებაა: „გერმანულ-კავკასიური ურთიერთობები 1918 წელს“; გიორგი ასტამაძე ცხოვრობს თბილისსა და კარლსრუეში, სადაც უნივერსიტეტის დოქტორანტურაში იკვლევს გერმანულ-ქართულ ურთიერთობებს პირველი მსოფლიო ომის დროს; ამავე დროს, არის თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; მისი სამეცნიერო ინტერესებია: საქართველოს ისტორია, გერმანიის ისტორია, მეოცე საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმების ისტორია, მსოფლიო ომების ისტორია, საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია 1871-1945 წლებში; 2016-2018 წლებში გერმანიაში ფლობდა ბადენ-ვიურტემბერგის მიწის სადოქტორო სტიპენდიას; სამეცნიერო მოხსენებები გაკეთებული აქვს საქართველოში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთში; მეცნიერის ავტორობითა და თანაავტორობით საქართველოსა და გერმანიაში გამოცემულია 10-მდე წიგნი, ასევე, რამდენიმე აკადემიური სტატია. სამეცნიერო ლიტერატურას თარგმნის ინგლისურიდან და გერმანულიდან.ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

წყარო:
https://www.facebook.com/photo/?fbid=1342114142615471


Share: