The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლიანა ისაკაძე

ლიანა ისაკაძე
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1946  (77 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ლიანა ისაკაძე ბრწყინვალე მუსიკოსი და თანამედროვეობის ერთ–ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა. იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა–სამი წლისა ფორტეპიანოს მიუჯდა, უფრო გვიან კი ვიოლინო აიღო ხელში. 16 წლის შევიდა მოსკოვის კონსერვატორიაში, შემდეგ გაიმარჯვა ჟაკ ტიბოსა (პარიზი) და იან სიბელიუსის (ჰელსინკი) კონკურსებზე, არის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის ლაურეატი. ლიანა ისაკაძე დაჯილდოებულია შ. რუსთაველისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიებით.

ლიანა ისაკაძის შესრულების მანერა გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მევიოლინის რეპერტუარშია კლასიკური და თანამდროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები. იგი არის არნოლდ შონბერგის სავიოლინო კონცერტის პირველი შემსრულებელი ყოფილ საბჭოთა კავშირში.

ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა გამოცემაშია შეყვანილი, სადაც საუკუნის საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება. მათ შორის აღსანიშნავია კემბრიჯის საერთაშორისო ბიბლიოგრაფიული ცენტრის ენციკლოპედია XX საუკუნის 2000 საუკეთესო მუსიკოსი. გერმანიის ერთ–ერთმა წამყვანმა გაზეთმა "Suddeutsche Zeitung"-მა მას "საუკუნის გრანდიოზული მევიოლინე" უწოდა.

განსაკუთრებულია ლიანა ისაკაძის ღვაწლი ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის საქმეში.

გასული საუკუნის 90-ია წლებში მევიოლინეს შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირდა გერმანიას. 1990 წელს ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც უკვე ოცი წელია "ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის" სახელით მოღაწეობს და გერმანიას აყვარებს პატარა საქართველოს, ქართველებს კი გერმანიას.

1992 წელს ინგოლშტადტში ლიანა ისაკაძემ დაარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია.

"ის დაიბადა მუსიკისა და პოეზიისათვის"–თანამედროვეობის ერთ–ერთი უდიდესი მევიოლინის დავიდ ოისტრახის ამ სიტყვების ადრესატი დღესაც აგრძელებს ნაყოფიერ საკონცერტო და პედაგოგიურ მოღაწეობას ევროპის ქვეყნებში.

წყარო:

1. ტორაძე, გულბათელვარე ნიჭის გამოსხივება // მუსიკის სამყაროში : კომპოზიტორები, მუსიკათმცოდნეები, შემსრულებლები, მოგონებები / გულბათ ტორაძე. - თბილისი, 2010. - გვ. 376-380.


გააზიარე: