The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


პეტრე კლაპიტონიშვილი

დაბადების თარიღი:1800  (224 წლის)
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ერეკლე II კარის ექიმის შვილი პეტრე ალექსანდრეს ძე კლაპიტონიშვილი 1800 წელს დაიბადა სტამბოლში. ის პირველი ქართველი ექიმი იყო, რომელმაც რუსეთში მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება. 1822-27 წლებში პეტერბურგის სამედიცინო–ქირურგიულ აკადემიაში სწვლობდა. განათლების დასრულების შემდეგ კარის ექიმად დაიწყო მუშაობა იმჟამად რუსეთში მყოფ საქართველოს უკნასკნელ დედოფალ მარიამთან. 1828-1832 წწ. ელიზავეტპოლის მაზრის (ახლანდელი განჯა), 1832 წლიდან კი გორის მაზრის ექიმია. 1836-1843 წწ. მუშაობდა ბაქოსა და ნუხაში. 

პეტრე კლაპიტონიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული სამედიცინო აზროვნების განვითარებაში. პეტერბურგში ქართულ ენაზე სამ ნაწილად გამოსცა სამედიცინო დარიგებანი, რომელიც შემდეგ რუსულ ენაზეც გამოიცა. შეადგინა და მოსკოვში ქართულ ენაზე გამოსცა მოკლე კარაბადინი. ყველა ეს წიგნი უფასოდ დაურიგდა საქართველოს მოსახლეობას. მასვე ეკუთვნის ვრცელი ანგარიშები ინფექციურ სნეულებათა (შავი ჭირი, ქოლერა და სხვ.) წარმოშობის მიზეზების, გავრცელების გზების, კლინიკის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის შესახებ.

პეტრე კლაპიტონიშვილის გარდაცვალების მიზეზი, ადგილი და თარიღი უცნობია.

წყარო:

1. შენგელია, მიხეილპირველი ქართველი ექიმი (რუსული სამედიცინო განათლებით) პეტრე კლაპიტონიშვილი და მისი მოღვაწეობა / მიხეილ შენგელია // ეტიუდები ქართული მედიცინის ისტორიიდან / მ. შენგელია. - თბილისი, 1963. - გვ. 248-282.

2. შენგელია, მიხეილქართული სამედიცინო ლიტერატურა და მედიცინის გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები / მიხეილ შენგელია // ქართული მედიცინის ისტორია / მიხეილ შენგელია. - თბილისი, 1980. - გვ. 268-279.


გააზიარე: