შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ნუნუ ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიანუნუ ჯაფარიძე, ჯერჯერობით, ქართველ ჟურნალისტთაგან ერთადერთია, ვინც CNN-ში მუშაობდა, ამჟამად კი FOX NEWS-ის ერთ–ერთი რეიტინგული პოლიტიკური შოუს პროდიუსერია. ბავშვობაში ჟურნალისტობაზე არ ოცნებობდა, ბალეტით იყო გატაცებული და სერიოზული გეგმები ჰქონდა. სწავლობდა 53-ე სკოლაში, პარალელურად 7 წლის ასაკიდან დადიოდა ხელოვნების სკოლაში. ამერიკაში პირველად სწორედ საბალეტო გასტროლებზე ჩავიდა 10 წლის ასაკში. სასტუმროში ყურადღება მიაქცია,რომ ტელეარხების დიდი არჩევანი იყო და წამყვანები ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ. საბჭოთა ბავშვისთვის ეს იმდენად უცხო იყო, რომ. მიზნად დაისახა, ისე ესწავლა, რომ აუცილებლად დაბრუნებულიყო ამ ქვეყანაში და წარმატებული ჟურნალისტი გამხდარიყო. 7 წელი დასჭირდა, რომ ოცნება რეალობად ექცია... ნუნუ ჯაფარიძე ამბობს, რომ სამსახური მისი ცხოვრების მთავარი ნაწილია, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ოჯახია. მეუღლე - შოთა დვალიძე, ქართველია. თბილისში თურმე ერთ უბანში ცხოვრობდნენ, თუმცა ერთმანეთს ამერიკაში შეხვდნენ . ჰყავთ 2 გოგონა - 12 წლის ელენე და 8 წლის ელიზაბეტი. წყარო: 2. ჯაფარიძე, ნუნუ. 11 წელი CNN-თან ერთად : ინტერვიუ // მაუწყებელი. - 2011. - ივნისი-ივლისი. - N2. - გვ.27-30. - კოლეგა
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |