The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლიზა ბათიაშვილი

ლიზა ბათიაშვილი
Date of birth:1979  (45 years)
Category:Musician

Biography

ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი ლიზა (ელისაბედ) ბათიაშვილი დაიბადა 1979 წელს თბილისში, მევიოლინე თამაზ ბათიაშვილისა და პიანისტ მარიკა  ლორთქიფანიძის ოჯახში. ორი წლიდან უკვე ვიოლინო ეკავა ხელში. ოჯახში არც ყოფილა იმაზე საუბარი, თუ ვინ უნდა გამოსულიყო ლიზა. ეს თავიდანვე ცხადი იყო. ჯერ კიდევ 4 წლის ასაკიდან მამა მისი პირველი მასწავლებელია.

თამაზ ბათიაშვილი კონსერვატორიის პროფესორი იყო, თავისი კვარტეტი ჰყავდა, ხშირად დადიოდა გასტროლებზე, მაგრამ  როცა 1990–იანების დასაწყისში საქართველოში სიტუაცია გართულდა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ლიზას ნიჭის განვითარებისათვის უმჯობესი იქნებოდა საზღვარგარეთ დაფუძნება. 1991 წელს ბათიაშვილების ოჯახი გერმანიაში გაემგზავრა. უცხო გარემოსთან შეგუება  გაუჭირდათ, მაგრამ შემდეგ თანდათანობით ააწყვეს ცხოვრება. თავიდან ჰამბურგში ცხოვრობდნენ. 12 წლის ლიზა სწრაფად გათვითცნობიერდა, პირველ რიგში გერმანული ენა ისწავლა და სწავლა ჰამბურგის მუსიკალურ სკოლაში განაგრძო, შემდეგ კონსერვატორია დაამთავრა.

ლიზა ბათიაშვილი გერმანიის მოქალაქეა, მაგრამ რეგულარულად გამოდის სცენაზე მსოფლიოს ცნობილ ორკესტრებთან ერთად. მოგზაურობას ენების ცოდნაც უადვილებს. უცხო ენებს საერთოდ ძალიან ადვილად ითვისებს. დღესდღეობით ფლობს ხუთ ენას: ქართულს, რუსულს, ინგლისურს, გერმანულს, ფრანგულს. ამბობს, რომ კიდევ უნდა რამდენიმე ენის შესწავლა, მათ შორის, ფინურის, რადგან მისი კარიერა, როგორც მევიოლინის, ფინეთიდან დაიწყო. 1995 წელს, 16 წლის ასაკში, მოიპოვა მეორე პრიზი, ჰელსინკში, ჟან სიბელიუსის სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე, ამ ჯილდომ გზა გაუხსნა მსოფლიო საკონცერტო დარბაზებისაკენ.

2003 წელს ლიზა ბათიაშვილი შლეზვიგ-ჰოლშტაინის მუსიკის ფესტივალზე ლეონარდ ბერნსტაინის პრიზის მფლობელი გახდა. ლეონარდ ბერნსტაინი, ამერიკელი დირიჟორი, კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი, გასული საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ უდიდეს მუსიკოსად არის აღიარებული და მისი სახელობის პრემიით დაჯილდოვება გამორჩეულ წარმატებას ნიშნავს ნებისმიერი, მით უმეტეს ახალგაზრდა, 24 წლის მუსიკოსისათვის. 2004 წლიდან ლიზა წარმატებით თანამშრომლობს ნიუ იორკის ფილარმონიის ორკესტრთან (ამ პერიოდში ორკესტრმა დირიჟორი შეიცვალა. ლეგენდარული დირიჟორი – ლორინ მააზელი შეცვალა უნიჭიერესმა, ახალგაზრდა დირიჟორმა ალან გილბერტმა), ლოს-ანჯელესის ფილარმონიის ( Los Angeles Philharmonic), ფილადელფიის (The Philadelphia Orchestra), ბოსტონისა (Boston Symphony Orchestra) და ჩიკაგოს სიმფონიურ (Chicago Symphony Ochestra) ორკესტრებთან; ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ, მისი სახელი იმ ხუთ მუსიკოსს შორისაა, რომლებიც ჟურნალ „მუზიკალ ამერიკას“ შერჩევით მსოფლიოში საუკეთესოა და 2015 წელს „მოწვეული შემსრულებლის“  სტატუსით ამერიკაში დაგეგმილ რამდენიმე პროექტში მონაწილეობას გულისხმობს. 

„ქარ­თ­ვე­ლებ­მა უნ­და იამა­ყოთ, ვი­ნა­ი­დან დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ლი­ზა ბა­თი­აშ­ვი­ლია“, - ამ­ბობს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო დი­რი­ჟო­რი დანიელ ბარენბოიმი (Daniel Barenboim). „ცნო­ბი­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე­ე­ბი ძა­ლი­ან ბევ­რ­ნი არი­ან, მაგ­რამ ლი­ზა ბა­თი­აშ­ვი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია“, - ეს კი გია ყან­ჩე­ლის შე­ფა­სე­ბაა.

ლიზა ხშირად უკრავს დრეზდენის ორკესტრთან – დრეზდენის სახელმწიფო კაპელა (Dresden Staatskapelle ) ერთად, რომელსაც 2012 წლიდან  ქრისთიან თილემანი (Christian Thielemann) დირიჟორობს. 2012/13 წლების სეზონში იგი არჩეულ იქნა ამ ორკესტრის Cappell- Virtuosin -ის პოზიციაზე, რაც იმას ნიშნავს, მას აქვს სრული უფლება საკუთარი სურვილით მოიწვიოს შემსრულებლები, აირჩიოს პროგრამა, განახორციელოს საკუთარი იდეები და სურვილები მთელი წლის განმავლობაში და ამას ყველაფერს დრეზდენის ორკესტრი დააფინანსებს. წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ორკესტრებისა თუ დირიჟორების რიცხვი, რომლებსაც მასთან თანამშრომლობა სურთ. იგი არის ბეთჰოვენის ფესტივალის (ბონში) ლაურეატი — ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი, BBC-ის პროგრამა „New Generation Artists“-ის გამარჯვებული.

ევროპაში კონცერტებს მართავს ისეთ კოლექტივებთან, როგორებიცაა: ბერლინის ფილარმონიისა (Berliner Philharmoniker) და ლაიფციგის გევანდჰაუსის (Leipzig Gewandhaus Orchestra), ამსტერდამის სამეფო კონცერტგებაუს, ბავარიის რადიოს, კი­ოლ­ნის (WDR Sinfonieorchester Köln), სანკტ-პე­ტერ­ბურ­გის, პა­რი­ზის ასევე ტოკიოს და სიდნეის სიმფონიური ორკესტრები, ლონდონის ფილარმონიის, ევ­რო­პის კა­მე­რული (დი­რი­ჟო­რი Yannick Nezet Seguin), გუს­ტავ მა­ლე­რის ახალ­გაზ­რ­დული (დი­რი­ჟო­რი Franz Welser-Möst), ის­რა­ე­ლის ფი­ლარ­მო­ნი­ული ორ­კეს­ტ­რები (დი­რი­ჟო­რი Zubin Mehta);

მისი წარ­მა­ტე­ბე­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა 1739 წლის ჯუ­ზე­პე გვარ­ნე­რის ვი­ო­ლი­ნო "de Gesu", მა­ნამ­დე უკრავდა  Nippon Music Foundation-ის კუთვნილ 1709 წელს დამზადებულ  ენგელმანის სტრადივარიუსზე ("Engleman"), რო­მე­ლიც მი­ლი­ო­ნე­ბად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი და იაპო­ნურ­მა ფონ­დ­მა პა­ტი­ვის­ცე­მით ანდო. ამ ვიოლინოზე დაუკრა ლიზამ 2013 წლის ამე­რი­კულ ტურ­ნე­ზე ბრამ­სის სა­ვი­ო­ლი­ნო კონ­ცერ­ტი. ამ კონ­ცერტ-შო­უ­ზე „Chicago Sun Times“-ში და­ი­წე­რა: „ეს იყო ბრამ­სის სა­ვი­ო­ლი­ნო კონ­ცერ­ტის სა­უ­კე­თე­სო ცოცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბა“.

BBC-ს მუ­სი­კა­ლურ­მა ჟურ­ნალ­მა ლი­ზას გა­მოს­ვ­ლა შოტ­ლან­დი­ის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კეს­ტ­რ­თან ერ­თად წლის სა­უ­კე­თე­სო დე­ბი­უ­ტად და­ა­სა­ხე­ლა, უფ­რო მე­ტიც „Sony Classical“-ის გა­მო­ცე­მუ­ლი ალ­ბო­მი „Beethoven Violin Concerto & Tsintsadze 6 Miniatures“ 2008 წელს ოქ­ტომ­ბ­რის თვის ფა­ვო­რი­ტად იქ­ცა. „ბა­თი­აშ­ვი­ლის ბე­თჰო­ვე­ნი უდა­ვოდ შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო ოდეს­მე შეს­რუ­ლე­ბულ­თა შო­რის“ — წერს 2008 წლის „BBC Music Magazine“. 2011 წელს „ECHO Klassik“-გან მან მი­ი­ღო პრიზი თა­ვი­სი ალ­ბო­მი­სათ­ვის „Echoes of Time“, რო­მელ­შიც შე­დის შოს­ტა­კო­ვი­ჩის N1 სა­ვი­ო­ლი­ო­ნო კონ­ცერ­ტის ჩა­ნა­წე­რი ბა­ვა­რი­ის სიმ­ფო­ნი­უ­რი ოს­კეს­ტ­რის თან­ხ­ლე­ბით.   მუსიკოსის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს  კამერულ მუსიკას. იგი მონაწილეობს ზალცბურგისა და ედინბურგის, სარატოგას, შლეზვიგ-ჰოლშტაინის, თანგელვუდისა და კუჰმოს ფესტივალებში. კარნეგი ჰოლთან დადებული ხელშეკრულების თანახმად ნიუ-ორკში ყოველ წელს ჩადის.  მაგრამ ეს გამონაკლისია და არა ნორმა. ლიზა 2015 წლის მუსიკალური ამერიკის ინსტრუმენტალისტად დასახელდა. ეს ჯილდო 1960 წელსაა დაარსებული და იმ მუსიკოსების ღვაწლს აღნიშნავს, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს.

ლიზა ბათიაშვილი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ხმის ჩამწერ ფირმა „სონთან”. ამჟამად თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ გრამფირფიტების ფირმა – „დოიჩე გრამოფონთან”. ეს უძველესი, 115 წლის კომპანია კლასიკური მუსიკის მთავარი ჩამწერი სტუდიაა. მათ სულ ხუთი მევიოლინე  ჩაწერეს. მათ შორის, ლიზას მიერ შესრულებული ბახის ნაწარმოებებია.

მას შემდეგ, რაც „დოიჩე გრამოფონმა“ ექსკლუზივი აიღო ლიზას ჩანაწერებზე, ლიზამ თბილისის მუსიკალურ სკოლას, „ნიჭერთა ათწლედს“,  მხარდაჭერის აქცია გამოუცხადა.  „დოიჩე გრამოფონისა“ და ლიზა ბათიაშვილის წყალობით მუსიკალური სკოლის გადარჩენის საკითხი დღის წესრიგში დადგა და თანხების მოზიდვაც დაიწყო. „დოიჩე გრამაფონის“ გადამღები ჯგუფი სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში და ლიზასთან ერთად,  მუსიკალური ათწლედის შენობის სავალალო მდგომარეობა გადაიღო. 

ლიზა ბათიაშვილი სტუდენტობის წლებში გათხოვდა ფრანგ ჰობოისტ ფრანსუა ლელოზე. ბინა მიუნხენში აქვთ, მაგრამ უკანასკნელ წლებში საფრანგეთშიც ხშირად ჩადიან ფრანგ ნათესავებთან. მათი შვილები,  ანა–ვიქტორია და ლუი–ალექსანდრე ბავშვობიდან პოლიგლოტები არიან. ფრანგულ სკოლაში დადიან, ლიზას და მის მშობლებს ქარ­თუ­ლად ე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან, გა­რე­მო გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი აქვთ და თან ინ­გ­ლი­სურს სწავ­ლო­ბენ. ფრანსუა ლელო მიუნხენის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლის პროფესორია და მეუღლესთან ერთადაც ხშირად უკრავს. ლიზას მამა, თამაზ ბათიაშვილი ძირითადად საქართველოშია, ნიჭიერთა ათწლედში მოღვაწეობს. ბუნებრივია, რომ თავისუფალ დროს საქართველოსა და ევროპას შორის მოგზაურობას ანდომებს. ლიზას დედა კი გერმანიაშია. ოცდაათამდე მოსწავლეს ფორტეპიანოზე დაკვრას  ასწავლის და ქალიშვილს ეხმარება ოჯახის გაძღოლაში.

წყარო:

1. ბათიაშვილი, ლიზა. "სცენის იმპერატრიცა": ინტერვიუ / ესაუბრა მზეხა მახარაძე // 24 საათი. - 2014. - 27 ივნისი. - N20 (170). - გვ.26-27.

2. ბათიაშვილი, ლიზა. რა ნომინაცია მიანიჭა ნიუ-იორკის ორკესტრმა ქართველ მევიოლინეს, ლიზა ბათიაშვილს და რატომ არ თანხმდება ის 70-ზე მეტ კონცერტს წლის განმავლობაში: ინტერვიუ / ესაუბრა ეთო ხურციძე // თბილისელები. - 2015. - 19-25 იანვარი. - N3(734). - გვ.32.

3. ბათიაშვილი, ლიზა . ყველა ნოტს რომ მნიშვნელობა ჰქონდეს : ინტერვიუ / ესაუბრა ირინა ბაგაური // ტაბულა.

4.ka.wikipedia.org/wiki/ლიზა ბათიაშვილი- 2014. - მარტი. - N135. - გვ.76-79.

 


Share: