The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


კალისტრტე ბერიძე

კალისტრტე ბერიძე
დაბადების თარიღი:1978
გარდაცვ. თარიღი:1926  (-52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პერლაშეზის სასაფლაო, პარიზი, საფრანგეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

კალისტრატე გიორგის ძე ბერიძემ დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო აკადემია. მსახურობდა პრეობრაჟენსკის პოლკში. 1904-1905 წლებში იბრძოდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1909 წლის 1 იანვრიდან ვიბორგის პოლკის 85–ე საფეხოსნო პოლკის კაპიტნად დაინიშნა. შემდგომ წლებში წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა და მიაღწია მეფის არმიის პოლკოვნიკის ჩინამდე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1918-1921 წლებში, გახლდათ  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი, ეროვნულ– დემოკრატიული პარტიის წევრი. მუშაობდა თავდაცვის მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მრჩევლად.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წლის თებერვალი–მარტი) შემდეგ კალისტრატე ბერიძე პოლიტემიგრანტია. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საქმიანობას. წერდა ლექსებს, რომლებიც აღსავსეა საოცარი ნოსტალგიითა და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით.

გთავაზობთ ლექსს, რომელიც მან მე–11 ბოლშევიკური არმიის თბილისში შემოსვლის დროს დაწერა:
„გული იწვის, ტვინი სდუღს, აღარა ვარ, აღარა,
ამდენ ჭმუნვა–გოდებით სულ გათეთრდა ჭაღარა.
სულმოწამლულს არ მართობს არც დაფი, არც ნაღარა;

თვალებშიც კი ბნელდება – ზღვა ცრემლები დაღვარა.
თითქოს ყოვლი მოისპო, გაქრა სადღაც სიცილი,

ნუთუ, ამგვარ სიცოცხლეს აღარა სჯობს სიკვდილი“.

კალისტრატე ბერიძე გარდაიცვალა პარიზში.  დაკრძალულია  პერლაშეზის სასაფლაოზე.

წყარო: 

1.  Iverieli: კალისტრატე ბერიძე dspace.nplg.gov.ge › ... › ეროვნული ფოტომატიანე

2. https://pt-br.facebook.com/georgianheroes/photos/...საქართველოს თავდადებული...  


გააზიარე: