შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
აკაკი კვიტაიშვილი![]()
ბიოგრაფიააკაკი კვიტაიშვილი 1893 წელს ლანჩხუთში დაიბდა. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ კლასიკური გიმნაზია და სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი, როგორც დივიზიის ოფიცერი, კავკასიის ფრონტზე გაგზავნეს და მრავალ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. 1917 წელს რევოლუციის შემდეგ კაპიტნის ჩინით ქართულ ჯარში შევიდა და მეოთხე ათასეულში დაინიშნა. მონაწილეობდა თურქეთის წინააღმდეგ წარმოებულ ყველა ბრძოლაში. ერთ–ერთი ბრძოლისას თურქებმა ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ ხუთ ჯარისკაცთან ერთად მოახერხა ტყვეობიდან გაქცევა და ახალციხეში თავის ათასეულს შეუერთდა. შემდეგ აკაკი კვიტაიშვილმა რეგულარულ ჯარს თავი დაანება და გადავიდა ვალიკო ჯუღელთან სახალხო გვარდიაში, სადაც სამტრედიის რაიონის გვარდიის ათასეულის უფროსად დაინიშნა. იგი აქტიურად იბრძოდა რუსეთ–საქართველოს 1921 წლის ომში. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ აკაკი კვიტაიშვილმა სამხედრო სამსახურს თავი დაანება და ამ პერიოდიდან ჩართული იყო არალეგალურ მუშაობაში, რაც ჩეკას არ გამოპარვია. საქართველოს ანექსიიდან სულ მალე აკაკი კვიტაიშვილი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და უცხოეთში წასულიყი. საზღვარგარეთ იგი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ ბრძოლაში – იყო მხედართა კავშირის გამგეობის მუდმივი წევრი და სოციალ–დემოკრატიული პარტიის დაუცხრომელი მოღვაწე. სამხედრო თემაზე სტატიებს ბეჭდავდა ჟურნალ „მხედარში“, კერძოდ: „ქართული მხედრობა“ (№2, 1929); “ზოგი რამ ისტორიულ ფაქტებზე“ (№14-15, 1933); „ჯარისკაცის აღზრდის შესახებ“ (№16, 1934). რუსეთ–საქართველოს 1921 წლის ომი აკაკი კვიტაიშვილმა, როგორც იმერეთის მეორე ბატალიონის ყოფილმა უფროსმა, დოკუმენტური სიზუსტით გადმოგვცა 1966 წელს პარიზ–აბონდანში დაწერილ ნარკვევში: „რუსეთ–საქართველოს ომი 1921 წელს – საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ“. II მსოფლიო ომში აკაკი კვიტაიშვილი გმირულად იბრძოდა, როგორც უბრალო მოხალისე. გრდაიცვალა 1967 წელს, დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. საქართველოში აკაკი კვიტაიშვილს დარჩა ცოლ–შვილი. მისი შვილი იყო ცნობილი პროფესორი, ექიმ–ინფექციონისტი ამირან კვიტაიშვილი. წყარო: 1. შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. - თბ., 2001. - 22 სმ.ტ. 4. გვ. 35-37.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |