შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ირაკლი ყაზბეგი![]()
ბიოგრაფიაირაკლი ყაზბეგი 1919 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს ეროვნულ არმიაში. იგი კადეტთა კორპუსის კურსდამთავრებული იყო. 1920 წელს მიიღო ოფიცრის წოდება, აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუსეთ–საქართველოს 1921 წლის ომში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ირაკლი ყაზბეგი ჯერ თურქეთში გაიხიზნა, შემდეგ კი პოლონეთში გადავიდა, სადაც 1923 წელს დაამთავრა უმაღლესი სამხედრო–საარტილერიო სასწავლებელი. ირაკლი ყაზბეგმა სახელოვნად განვლო მხედრული გზა პოლონეთის არმიის ლეიტენანტობიდან კაპიტნობამდე, დაიმსახურა პოლონეთის რამდენიმე მაღალი ჯილდო. 1925 წლიდან ირაკლი ყაზბეგი ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ აქტიური წევრი იყო. მისი სიცოცხლე ნაადრევად შეწყდა 1935 წელს, 34 წლის ასაკში. განისვენებს პოზნანის გარეუბანში. წყარო: 1. ურუშაძე, ლევან. ირაკლი ყაზბეგი // ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - გვ. 23–24
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |