The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკოლოზ ვაჩნაძე

დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:1940  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:გერმანია
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებამდე ნიკოლოზ ვაჩნაძე იყო რუსეთის არმიის მაიორი, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.

დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნულ არმიაში იგი  პოლკოვნიკის ჩინით მსახურობდა, ხელმძღვანელობდა დივიზიონსა და ბატალიონს, კერძოდ იყო ასპინძის მე–9 ათასეულის მეთაური. 1921 წლის თებერვლის ბოლოს მონაწილეობდა თბილისის დაცვაში.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ნიკოლოზ ვაჩნაძე სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად მოხვდა პოლონეთში. აქ მიანიჭეს პოლონეთის ეროვნული არმიის პოდპოლკოვნიკის წოდება და დანიშნეს მოდლინის ციხესიმაგრის გარნიზონის უფროსად. მეორე მსოფლიო ომის წლებში, პოლონეთის გერმანელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლებში სახელი გაითქვა, როგორც ნიჭიერმა და მამაცმა მეთაურმა. აღსანიშნავია, რომ გერმანელებთან ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, 1939 წლის დამლევს მას, როგორც გულად და უტეხ მებრძოლს, გერმანიის სარდლობამ დაუბრუნა ხმალ–ხანჯალი.

ნიკოლოზ ვაჩნაძე გარდაიცვალა 1940 წელს, ტყვეობაში,  გერმანიის ქალაქ ლუკენვალდეს საავადმყოფოში. გვამის გაკვეთის დროს კუჭში აღმოაჩნდა შუშის ნამტვრევები შხამით. როგორც ჩანს თავი მოიწამლა. დაკრძალეს სამხედრო პატივით. მისი კუბო და საფლავი გვირგვინებით შეამკო გერმანელთა კომენდატურამ.

წყარო: 

1. ურუშაძე, ლევან. ნიკოლოზ ვაჩნაძე // ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - გვ. 25–26

2. iunkrebi.blogspot.com/p/blog-page


გააზიარე: